• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპის გზავნილი სოციალური დოკუმენტაციების 55-ე დღისადმი


ბოლო დოკუმენტი მოიცავს შეხვედრას, პირად გამოცდილებას და ინფორმაციის გადამოწმებას, სხვა შემთხვევაში ეს ყველაფერი გახდება ცარიელი მჭერმეტყველება, რაც ამაღლებს უზუსტობისა და მანიპულაციის რისკს.


„მოდი და ნახე“(იოან.1.46) - ეს ნიშნავს ესაუბრო ადამიანებს ისეთებს, როგორებიც არიან და შეხვდე იქ, სადაც ისინი იმყოფებიან. სწორედ ამ სიტყვებით დაასათაურა პაპმა თავისი, სოციალური დოკუმენტაციის 55-ე საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი დოკუმენტი. ტრადიციისამებრ, დოკუმენტის თემის გამოცხადება მოხდა 29 სექტემბერს, წმინდა მთავარანგელოზ გაბირელის დღესასწაულზე, რომელიც არის „რადიო ვატიკანის“ ზეციური მფარველი. ტექსტი ქვეყნდება წმ. ფრანცისკე სალელის მოხსენიების დღეს, რომელიც მიიჩნევა ჟურნალისტების ზეციურ მფარველად. თავად სოციალური დოკუმენტაციის დღე აღინიშნება კვირას, სულთმოფენობის დღესასწაულის მოახლოებისას.


წმინდა მამა აღნიშნავს, რომ დაპატიჟება „მოდი და ნახე“ არის მეთოდი ნებისმიერი ადამინური დოკუმენტაციის ნამდვილობისა. აუცილებელია მივატოვოთ „მე უკვე ვიცი“-ის ამპარტავნული და მოსახერხებელი პრინციპი და გავუდგეთ გზას, მივიდეთ და ვნახოთ, დრო დავუთმოთ ხალხს და გავერკვიოთ ვითარებაში, რომელსაც ყოველთვის შეუძლია ჩვენი გაოცება. ეს ეხება როგორც ბეჭდურ, ინტერნეტ გამოცემებს, ქადაგებებს, რომლებიც ჟღერდება ეკლესიებში და საჯარო პოლიტიკურ დოკუმენტებს. „მოდი და ნახე“- სწორედ ეს არის ქრისტიანული რწმენის გადაცემის მეთოდი.


თემაზე საუბრისას, პაპმა ხაზი გაუსვა გაზეთების, ქსეროასლების, ტელე-რადიო და ინტერნეტ გამოცემების ერთამენთისგან კოპირების რისკებს. „ხშირად ჟურნალისტური გამოძიება და რეპორტაჟები ადგილს უთმობენ გაუფასურებულ ინფორმაციას, რომელიც დაწერილია მხოლოდ კომპიუტერთან ჯდომით, ან სოციალურ ქსელებში მოძიებით. ეს კი საერთოდ არ მოიაზრებს შეხვედრას, რათა თვალით ნახო და დარწმუნდე მონათხრობში. თუ ჩვენ არ გამოვახატავთ მზაობას შეხვედრისაკენ, მაშინ ვრჩებით მხოლოდ ზედაპირულ მაყურებლებად, მითუმეტეს ტექნოლოგიურ ინოვაციებს შეუძლიათ შეგვიქმნან დამატებითი რეალობა და ილუზია იმისა, თითქოს ჩვენ მასში ვართ ჩაფლულნი“.


წმინდა მამა იხსენებს სახარებისეულ ქრონიკას. მოვლენები, რომლებსაც იოანე მახარობელი აღწერს სახარებაში, არის ქრონოლოგიური. მან იხილა ადგილზე ყველა მოვლენა და აღწერა. ეს კი განაპირობა იესოსთან პირადად შეხვედრამ: „უთხრა მათ: მოდით და ნახეთ. ისინი კი წავიდნენ და ნახეს, სად ცხოვრობდა უფალი და დაჰყვეს ის დღე მასთან. იქნებოდა ასე ათი საათი“(იოან.1. 39). მეორე დღეს - იოანე კვლვ აზუსტებს საათს, ფილიპე ნათანაელს უყვება მესიასთან შეხვედრის შესახებ, მაგრამ მისი მეგობარი იჩენს უნდობლობას. „განა შეიძლება ნაზარეთიდან კეთილი გამოვიდეს რამე“? ფილიპე არ ცდილობს მის დარწმუნებას. მხოლოდ ეუბნება: „მოდი და ნახე“.


დღევანდელ რეალობაზე დაყრდნობით, პაპი აღნიშნავს, რომ არის პანდემიასთან დაკავშირებული საუბრების ორმაგი ბუღალტერიის მეთოდის რისკი, ანუ ყურადღება ექცევა მხოლოდ მდიდართა სამყაროს. საკმარისია ნახვა ინფორმაციისა ვაქცინაციისა და მკურნალობის შესახებ. ყველაზე ღარიბი ერები მოწყვეტილი არიან მსგავს კომუნიკაციებს. მათ არავინ უყვება თუ როგორი იქნება მკურნალობის პროცესი ღარიბ ქვეყნებს აზიაში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში.

წმინდა მამა მსჯელობს ასევე სოციალური ქსელებისა და ინტერნეტის უპირატესობასა და ნეგატივზე. „ერთი მხრივ, ინტერნეტი იძლევა საშუალებას ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში მიღებისა და ურთიერთობისა, ციფრული ტექნოლოგიები ხშირად სასარგებლოა, მაშინ როცა ყველაზე ექსტრემალურ სიტუაციებში ვღებულობთ ინფორმაციას პირველი ხელიდან, ხალხს კი შეუძლია გაიგოს სიახლეები ინტერნეტის მეშვეობით. მსოფლიო ქსელის წყალობით, ხშირად ვგებულობთ იმას, რაც გამორჩებათ ხოლმე ტრადიციულ საინფორმაციო საშუალებებს, ჩვენ აქ შეგვიძლია ჩვენი სამოქალაქო ვალი მოვიხადოთ, გავაზიაროთ ჩვენი მოწმობა და მოვყვეთ ის, რაც ჩვენს თვალწინ ხდება. მეორეს მხრივ კი, სოციალურ ქსელებში ხშირად გვხვდება გადაუმოწმებელი ინფორმაცია. ჩვენ კარგად მოგვეხსენება, თუ რა მარტივია სურათებითა და ინფორმაციით მანიპულაციის მოხდენა“, - პაპი ასევე ხაზს უსვამს ხშირად ნარცისიზმის გამოვლინებასაც. „აუცილებელია ვისწავლოთ განსჯის უნარი არ დავკარგოთ და ავიღოთ პასუხისმგებლობა ყურადღებით მოვეკიდოთ გავრცელებულ ინფორმაციას და მათ გავრცელებას. ჩვენ უნდა გადავამოწმოთ სიახლეების ნამდვილობა და გამოვავლინოთ ცრუ სიახლეები“.


ნებისმიერ შემთხვევაში, პირად ურთიერთობას ვერ ჩაანაცვლებს ვერანაირი ვირტულაური კომუნიკაცია - წერს პაპი თავის გზავნილში. რაღაცეების სწავლა მხოლოდ პირადი გამოცდილებით არის შესაძლებელი. ჩვენ არა მხოლოდ სიტყვების მეშვეობით ვსაუბრობთ, არამედ შეხედვით, ხმის ტონალობითა და ჟესტებითაც. ქრისტეს მოწაფეები არა მხოლოდ უსმენდნენ იესოს, არამედ უყურებდნენ მას, ვინაიდან მასში, განკაცებულ ხმაში სიტყვა გახდა ხატება.


სიტყვა მაშინ არის ქმედითი, როცა მისი დანახვაა შესაძლებელი, როცა ის მიგიზიდავს დიალოგისკენ, როცა მასში ხედავ თანაქმედითობას. აი, რატომ აქვს ასე დიდი მნიშვნელობა სიტყვებს: „მოდი და ნახე“.