• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპის გზავნილი Traditionis Custode რეფორმამდელი ლიტურგიის გამოყენების შესახებ



სამოციქულო გზავნილი

გამოცემულია უმაღლესი პოტნიფიკის, ფრანცისკეს სურვილით


“Traditionis Custode”


რომაული ლიტურგიის გამოყენების შესახებ

1970 წლამდერეფორმა


ტრადიციის მიმდევარი ეპისკოპოსები, რომის ეპისკოპოსთან თანაზიარებით, წარმოადგენენ ცაკლეული ეკლესიების ერთობის ხილულ საფუძველსა და საწყისს. სულიწმინდის წინამძღვრებით, სახარების ქადაგებითა და ევქარისტიის აღვლენის მეშვეობით, ისინი ხელმძღვანელობენ მათდამი მინდობილ ცალკეულ ეკლესიებს.


იმისათვის, რომ ხელი შეეწყოს ეკლესიის ერთიანობასა და თანხმობას, ჩემმა წინამორბედებმა, წმინდა იოანე პავლე II-მ და ბენედიქტე XVI-მ, მამობრივი ზრუნვით მათდამი, ყველა რეგიონში, სადაც ვატიკანის მეორე კრების მიერ განხორციელებულ რეფორმამდელ ლიტურგიულ ფორმებსმისდევენ, წარადგინეს და რეგლამენტირებულ ჰყვეს, 1962 წელს, წმინდა იოანე XXIII-ის მიერ გამოცემული რომაული კონდაკის გამოყენების შესაძლებლობა. ასეთი ხერხით, მათ განიზრახეს ხელი შეეწყოთ თანაზიარებისთვის იმ კათოლიკეების მიმართ, რომლებიც გრძნობენ, რეფორმამდელი ლიტურგიის უფრო ადრეული წესებისადმი მიდრეკილებას და არა სხვების მიმართ.


ჩემი წინამორბედის, ღირსი ბენედიქტე XVI-ის ინიციატივა, გულისხმობდა Motu Proprio summorum pontificum -ის მიღებისა და შეფასებისათვის ეპისკოპოსების მოწვევას. იგი განხორციელდა გამოცემიდან სამი წლის შემდეგ. 2020 წელს, რწმენის დოქტრინის კონგრეგაციამ, ჩაატარა ძირეული კონსულტაციები ეპისკოპოსებთან, რისი შედეგიც, ამ სამ წელიწადში დაგროვილ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ზედმიწევნით იქნა შესწავლილი.


ახლა კი, ეპისკოპოსების მიერ ფორმულირებული სურვილების გადახედვითა და რწმენის დოქტრინის კონგრეგაციის მოსაზრების მოსმენით, მსურს, რომ აღნიშნული სამოციქულო გზავნილით, უფრო მეტად გავაძლიერო ეკლესიის თანაზიარების მუდმივი ძიება, ამიტომაც, გონივრულად ჩავთვალე დავამტკიცო ქვემოთ მოყვანილი პუქტები:

  1. ვატიკანის მეორე კრების თანახმად, წმინდა პაპების, პავლე VI-ისა და იოანე პავლე II-ის მიერ გამოცემული ლიტუგიული წიგნები, რწმენის კანონის, (lux orandi). რომაული წესის ერთადერთი გამოვლინებაა.

  2. ეპარქიის ეპისკოპოსს, როგორც მმართველს, დამცველსა და შემნახველს, მისდამი მინდობილი ეკლესიის ლიტურგიული ცხოვრებისა, ეკუთვნის თავის ეპარქიაში წმინდა რიტუალების რეგლამენტაცია. ამიტომაც, თავისი უმთავრესი კომპეტენციის ფარგლებში შედის, ნება დართოს ეპარქიაში გამოყენებულ იქნას, 1962 წელს, წმინდა საყდრის დირექტივების შესაბამისად გამოცემული Missale Romanum.

  3. ეპარქია, სადაც ამჟამად არსებობს ერთი ან რამდენიმე ჯგუფი და აღევლინება ღვთისმსახურება, 1970 წლის რეფორმის წინარე კონდაკით– ეპისკოპოსი:

§1. უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ არსებული ჯგუფი ან ჯგუფები არ უარყოფენ ვატიკანის II კრების მიერ მიღებული ლიტურგიული ფორმების ნამდვილობას, ლეგიტიმურობასა და უმაღლესი პონტიფიკის სწავლებას.


§ 2. უნდა განსაზღვროს ერთი ან რამდენიმე ადგილი, სადაც აღნიშნულ ჯგუფებში შემავალი მორწმუნეები შეიკრიბებიან ევქარისტიის აღსავლენად (თუმცა არა სამრევლოს ტაძრებში და არ უნდა დაუშვას ახალი, პერსონალური საკრებულოების შექმნა).


§ 3. აღნიშნულ ადგილებში, სადაც ნება მიეცემათ ევქარისტიის აღვლენისა, უნდა დადგინდეს დღეები, როცა გამოიყენებენ 1962 წელს, წმინდა იოანე XXVI-ის მიერ გამოცემულ რომაულ კონდაკს, აღნიშნულ ღვთისმსახურებებში ბიბლიური საკითხავები უნდა იქნას წაკითხული ადგილობრივ ენაზე, სადაც გამოყენებული იქნება ეპისკოპოსთა კონფერენციის მიერ დამტიკცებული, ლიტურგიისათვის გამოსაყენებელი წმინდა წ