
ექიმების დაჟინებული მოთხოვნით, პაპი ფრანცისკე იძულებულია განუსაზღვრელი ვადით გადადოს მორიგი სამოციქულო მოგზაურობა, რომელიც 2-7 ივლისს იყოდაგეგმილი. წმინდა მამა კონგოსა და სამხრეთ სუდანში უნდა ჩასულიყო.
ცვლილებების შესახებ ცნობილი გახდა 10 ივნისს.
„იმისთვის, რომ წყალში არ ჩაიყაროს მუხლზე მიმდინარე მკურნალობის შედეგები, ექიმთა თხოვნით, წმინდა მამამ სამწუხაროდ, უნდა გადადოს სამოციქულო ვიზიტი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და სამხრეთ სუდანში, რომელიც დაგეგმილი იყო 2022 წლის 2-7 ივლისს“ – განაცხადა პრესსამსახურის უფროსმა მატეო ბრუნიმ.
შოთა გიქოშვილი