top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპის ინდულგენცია მათთვის, ვინც გვადალუპეს ღვთისმშობელს პატივს მიაგებს


რომის პაპის სამოციქულო პენიტენციარია სრულ ინდულგენციას აძლევს მთელს მსოფლიოში ყველას, ვინც გვადლუპეს ღვთისშმობლის დღესასწაულს სახლში აღნიშნავს. ეს დღესასწაული დაკავშირებულია ხელთუქმნელი ხატის კორონაციის 125 წლისთავთან.

ამის შესახებ მეხიკოს არქიეპისკოპოსმა კარდინალმა კარლოს აგიარ რეტესმა პაპს თხოვნით მიმართა.


მორწმუნეებს საშუალება მიეცემათ მიიღონ სრული ინდულგენცია (დროებითი განთავისუფლება აღსარების შემდეგ მასზედ დადებული სასჯელისაგან) თუ საკუთარ სახლებში ილოცებენ გვადალუპეს ღვთისმშობლის ხატის წინაშე ანდა სულიერად მიიღებენ წმინდა წირვაში მონაწილეობას, რომელიც გადაიცემა ტელევიზიის, ინტერნეტის ან რადიოს მეშვეობით.


მათ ასევე უნდა შეასრულონ ჩვეულებისამებრ აუცილებელი პირობები: ილოცონ წმინდა მამის განზრახვისთვის და შეძლებისდაგვარად სწრაფად მიიღონ აღსარებისა და ზიარების საიდუმლოებები.

სამოციქულო პენიტენციარმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება გვადალუპეს ღვთისმშობლის საიუბილეო წელიწადი 2021 წლის 12 დეკემბრამდე გაგრძელდეს, რომელიც ეძღვნება ხელთუქმნელი ხატის კორონაციის 125 წლისთავს მექსიკის დედაქალაქში.

შაბათს, 12 დეკემბერს წმინდა მამა აღასრულებს სადღესასწაულო ლიტურგიას წმინდა პეტრეს ბაზილიკის საკათედრო საკურთხეველზე.

Comments


bottom of page