top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპის მდგომარეობა სტაბილურია – მკურნალობა გრძელდება

ვატიკანის პრეს-სამსახურმა წმიდა მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია განაახლეს. პაპი ფრანცისკე 14 თებერვლიდან რომში, ჯემელის კლინიკაში გადის მკურნალობას.


ამ დროისათვის, პაპის ჯანმრთელობის კლინიკური სურათი სტაბილურია, მცირე პროგრესია მოტორიკისა და სუნთქვის მხრივ. იგი აგრძელებს  მედიკამენტების მიღებას,  ასევე სუნთქვით და მოძრაობით  ფიზიოთერაპიას.

 

ღამით მას აღარ სჭირდება ხელოვნური სუნთქვის აპარატი, მაგრამ იყენებს მაღალი დინების ჟანგბადის თერაპიას ნესტოებიდან, ეს პროცედურაც მას სულ უფრო ნაკლებად სჭირდება დღის განმავლობაში.

 

მკურნალობის პარალელურად, პაპი დროს უთმობს ლოცვასა და სამუშაო ვალდებულებებს. იგი არ იღებს მნახველებს.

 

რაც შეეხება მორწმუნეებისადმი პაპის საკვირაო მიმართვას, იმავე ფორმატშია დაგეგმილი, როგორც წინა კვირებში. 

 

საავადმყოფოდან პაპის გაწერის შესახებ ექიმები პროგნოზებს ჯერ არ აკეთებენ.

 

წყარო: www.vaticannews.va

 

 შოთა გიქოშვილი

 

Comments


bottom of page