top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპის სამძიმარი: ელიზაბედ II მოვალეობისადმი ერთგულების მაგალითი იყო

პაპი ფრანცისკე იხსენებეს დედოფალ ელისაბედის დაუღალავ მსახურებას სიკეთისადმი. წმინდა მამა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და ლოცულობს დედოფლის სულისა და იმ უდიდესი პასუხისმგებლობისათვის, რომლისკენაც მოწოდებულია ახალი მეფე, ჩარლზ III.


ფოტოში: პაპი ფრანცისკე, დედოფალი ელისაბედ II და ვატიკანის ელჩი საქართველოში, ჟოზე აველინო ბეტნაკური

“დამწუხრებული ვარ მისი უდიდებულესობა, დედოფალ ელისაბედ მეორის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ სამეფო ოჯახს და სრულიად გაერთიანებულ სამეფოს. მთელი მსოფლიო ტირის მისი უდიდებულესობის გარდაცვალებას. მთელი გულით ვუერთდები ყველა მოსამძიმრესთან ერთად ამ ტკივილს და ვლოცულობ დედოფლის სულის მარადიულობაში მოსვენებისათვის. პატივისცემას გამოვხატავ მისი ცხოვრების მიმართ, მისი დაუღალავი მსახურებისადმი მთელი ერის მიმართ, მისი სამაგალითო ერთგულებისადმი მოვალეობების მიმართ, მისი მტკიცე რწმენისა და ქრისტეს დამოწმებისადმი, მისი დაპირებებისა და მყარი იმედისათვის“, - ნათქვამია პაპის მიმართვაში ჩარლზ III–ის მიმართ.


„მივანდობთ მის კეთილშობილ სულს ჩვენი ზეციერი მამის გულმოწყალებას, თქვენო უდიდებულესობავ! ვლოცულობ თქვენთვის, თქვენო უდიდებულესობავ, რათა ყოვლისშემძლე ღმერთი იყოს თქვენს გვერდით თავისი ზეციური მადლით, როდესაც შეუდგებით თქვენი, მეფის უმაღლესი მოვალეობის შესრულებას. ვლოცულობ თქვენთვის და ყველა მათგანისათვის, ვინც დაიცავს თქვენი აწ გარდაცვლილი დედის ხსოვნას. ვთხოვ უფალს უხვ მადლს თქვენს სანუგეშებლად და გასაძლიერებლად“, - ნათქვამია ტექსტში.


დედოფალი ელიზაბედ II, 96 წლის ასაკში, 2022 წლის 8 სექტემბერს გარდაიცვალა. იგი სიცოცხლეში ხუთ პაპს შეხვდა.


დედოფალი ყველაზე ხანგრძლივი ვადით, 70 წლის განმავლობაში იყო ინგლისის მონარქი. იგი ტახტზე 1952 წელს, 25 წლის ასაკში ავიდა, მამის, მეფე ჯორჯ VI-ის გარდაცვალების შემდეგ.


შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page