25 დეკემბერს, წმინდა მამა ფრანცისკემ მიმართა მორწმუნეებსა და ყველა კეთილი ნების ადამიანს თავისი ტრადიციული მიმართვით – Urbi et Orbi (ქალაქს და მსოფლიოს).
წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მორწმუნეების, რომის ეპისკოპოსმა უთხრა:
„ძვირფასო ძმებო და დებო რომიდან და მთლი მსოფლიოდან, ყველას გილოცავთ ქრისტეს შობას!
დაე, ქალწული მარიამისაგან შობილმა უფალმა ქრისტემ მოგმადლოთ ყველას იმედისა და სასოების წყარო, ღვთის სიყვარული, მშვიდობა, რომელიც ანგელოზმა გამოუცხადა ბეთლემელ მწყემსებს: “დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება” (ლუკ.2,14).
ამ დღესასწაულზე ჩვენს მზერას ბეთლემს მივაპყრობთ. უფალი ამ დედამიწაზე მოდის გამოქვაბულში და ჩაესვენება ბაგაში, რომელიც ცხოველებისთვის არის განკუთვნილი. მიუხედავად იმისა, რომ მარიამს მშობიარობის ჟამი დაუდგა, მან და იოსებმა ვერ იპოვეს ადგილი. ის მოდის ჩვენთან დუმილსა და ღამის წყვდიადში, ვინაიდან ღმერთის სიტყვას არ სჭირდება არც განათებები და არც ადამიანთა მრავალხმიანობა. ის თავად არის სიტყვა, რომელიც მნიშვნელობას სძენს არსებობას. ნათელი, რომელიც ანათებს გზას. „იყო ჭეშმარიტი ნათელი, რომელიც ანათებს ყოველ ადამიანს, ვინც მოდის სამყაროში“, - ნათქვამია სახარებაში (იოანე 1,9).
იესო ჩვენ შორის იბადება. ის არის “ღმერთი ჩვენთან”, რომელიც მოდის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მიგვიძღვის და გვიზიარებს ყველაფერს, სიხარულსა და მწუხარებას, იმედებსა და დარდს. ის მოდის უმწეო ყრმაში. ის იბადება სიცივეში, ის ღარიბია ღარიბთა შორის. მას ყველაფერი სჭირდება, სითბოსა და თავშესაფრის საძიებლად ჩვენი გულის კარზე აკაკუნებს.
ბეთლემელი მწყემსების მსგავსად, მოდით, შევიმოსოთ ნათლით, წავიდეთ და შევეგებოთ ღვთის მიერ მოცემულ ნიშანს. დავძლიოთ მოდუნება სულიერი ძილისგან და დღესასწაულის ცრუ გამოსახულებები, რომლებიც გვავიწყებს თუ ვისთვის ვზეიმობთ ამ დღეს. მოდით, განვეშოროთ შემაწუხებელ ხმაურს, რომელიც გულს ადუნებს და აღგვძრავს, მოვამზადოთ სამკაულები და საჩუქრები და არ ვჭვრიტოთ მოვლენა. ჩვენთვის შობილი ღმერთის ძე.
ძმებო და დებო, მოდით, შევტრიალდეთ ბეთლემისაკენ, სადაც გაისმება ახლადშობილი სამყაროს ბატონის პირველი ტირილი. დიახ, იმიტომ, რომ ის თვით იესოა!ჩვენი მშვიდობა, რომლის მოცემაც სამყაროს არ ძალუძს და რომელიც მამა ღმერთმა მიმადლა კაცობრიობას თავისი ძის წარმოგზავნით სამყაროში. წმინდა ლეონ დიდს ეკუთვნის გამონათქვამი, რომელიც ლათინურ ენაზე მოკლედ აჯამებს ამ დღის გზავნილს: “Natalis Domini, Natalis est Pacis”. უფლის შობა, მშვიდობის შობაა. (ქადაგება 26,5).
იესო ქრისტე არის სამყაროს გზა. მან თავისი განკაცებით, ვნებებით, სიკვდილითა და მკვდრეთით აღდგომით გახნა გადასასვლელი მტრობისა და ომებისგან განადგურებული, ჩაკეტილი სამყაროდან, სიცოცხლისათვის თავისუფალი ძმობისა და მშვიდობის ღია სამყაროში. ვიაროთ ამ გზით. იმისათვის, რომ ეს მოვახერხოთ, გავყვეთ იესოს, უნდა განვთავისუფლდეთ ტვირთიდან, რომელიც ხელს გვიშლის და გვაკავებს ერთ ადგილზე.
და რომელია ეს ტვირთი? რომელია ეს ბალასტი? ეს იგივე უარყოფითი ვნებებია, რამაც ხელი შეუშალა მეფე ჰეროდეს და მის სახლობას ეღიარებინა და მისალმებოდა ქრისტეს შობას. ესენია: ძალაუფლებასა და ფულზე მიჯაჭვულობა, ამპარტავნება, თვალთმაქცობა, ტყუილი. ეს ტვირთი ბეთლემში გამგზავრების საშუალებას არ იძლევა. ის გვართმევს შობის მადლს და კეტავს მშვიდობის ბილიკებზე წვდომას. მართლაც, რომ ტკივილით უნდა აღვნიშნოთ, მიუხედავად იმისა, რომ მოგვეცა სამყაროს ბატონი, ომის ქარები განაგრძობენ კაცობრიობის მოქცევას გამყინვარებაში.
თუ გვსურს, რომ ეს იყოს ნამდვილი შობა, ქრისტესა და მშვიდობის შობა, მაშ, პირი მივიქციოთ ბეთლემისაკენ და მზერა მივაპყროთ ჩვენთვის შობილ ყრმას. მოდით, ამ პატარა, უდანაშაულო პიროვნებაში შევიცნოთ პლანეტის კიდით კიდემდე ყველა ის ბავშვი, რომლებსაც სწყურიათ მშვიდობა.
მოდით, შევხედოთ ჩვენი უკრაინელი ძმებისა და დების სახეებს, რომლებიც ამ შობას ხვდებიან სიბნელეში, სიცივეში ან სულაც შორს თავიანთი სახლებიდან, მრავალთვიანი დამანგრეველი ომის გამო. დაე, განამტკიცოს უფალმა ჩვენი მზაობა ტანჯულთ დახმარებისა და სოლიდარობის კონკრეტული ქმედებებისაკენ; დაე, გაიმარჯვოს ძალაუფლების მქონე გონებამ, რომელსაც ძალუძს დაადუმოს იარაღი და დაუყოვნებლივ დასრულდეს ეს უაზრო ომი. სამწუხაროდ, უპირატესობა ენიჭება ამ სამყაროს ლოგიკით ნაკარნახევ სხვა არგუმენტებს და ვინ უსმენს ყრმის ხმას?
ჩვენი დრო გამოირჩევა სერიოზული შიმშილით მსოფლიოსადა სხვა რეგიონებში, მიმდინარე მესამე მსოფლიო ომის სხვა ასპარეზზე. გავიხსენოთ სირია, რომელიც ჯერ კიდევ იტანჯება კონფლიქტით, რომელიც თითქოს უკანა პლანზე გადავიდა, მაგრამ ჯერ არ დასრულებულა; იფიქრეთ წმინდა მიწაზე, სადაც ბოლო თვეების განმავლობაში გაიზარდა ძალადობა და შეტაკებები, რასაც მოჰყვა სიკვდილი და ჭრილობები. ჩვენ ვლოცულობთ უფლის მიმართ, რომ იქ, იმ ქვეყანაში, სადაც ის დაიბადა,განახლდეს დიალოგი და ურთიერთნდობის ძიება პალესტინელებსა და ებრაელ ხალხს შორის. ურთიერთნდობის ძიება პალესტინელებსა და ისრაელებს შორის. დაე, ყრმა იესო დაეხმაროს ქრისტიანულ თემებს მთელს ახლო აღმოსავლეთში, რათა თითოეულმა ამ ქვეყნებში იგრძნოს ძმური თანაცხოვრების სილამაზე სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანებს შორის. დაე, ღმერთი დაეხმაროს განსაკუთრებით ლიბანს, რათა ქვეყანამ საბოლოოდ შეძლოს აღორძინება საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით, ძმობისა და სოლიდარობის ძალისხმევით. დაე, ქრისტეს ნათელმა გაანათოს საჰელის მხარე, სადაც ხალხთა კეთილმეზობლობა და ტრადიციები ნადგურდება შეტაკებებითა და ძალადობით. დაე, უფალმა მიიყვანოს იემენი ხანგრძლივ ზავამდე, მიანმარი და ირანი შერიგებამდე, რათა შეწყდეს სისხლისღვრა. დაე, უფალმა შთააგონოს პოლიტიკურ ხელისუფლებას და ყველა კეთილი ნების მქონე ადამიანს ამერიკაში, რათა დამშვიდდეს პოლიტიკური და სოციალური დაძაბულობა, რომელიც გავლენას ახდენს სხვადასხვა ქვეყანაზე. მე განსაკუთრებით ვფიქრობ ჰაიტის ხალხზე, რომლებიც დიდი ხანია იტანჯებიან.
ამ დღეს, როცა ასე მშვენიერია გაშლილ სუფრასთან შეკრება, თვალი არ მოვაშოროთ ბეთლემს (პურის სახლს), იფიქრეთ შიმშილით გატანჯულ ადამიანებზე, განსაკუთრებით ბავშვებზე, როდესაც ყოველდღიურად უამრავი საკვები და რესურსები იხარჯება უაზროდ იარაღზე. უკრაინის ომმა კიდევ უფრო გაამწვავა სიტუაცია, რის გამოც მთელი ერი შიმშილის საფრთხის წინაშე დადგა, განსაკუთრებით ავღანეთსა და აფრიკის ქვეყნებში. მოგეხსენებათ, ნებისმიერი ომი იწვევს შიმშილის პროვოცირებას და თავად საკვებს იყენებს იარაღად, რაც ხელს უშლის მის გავრცელებას ისედაც დაზარალებულ მოსახლეობაში. მოდით, ამ დღეს ყველა ჩვენგანმა, მშვიდობის უფლისწულისგან ვისწავლოთ და უპირველეს ყოვლისა, მათ, ვისაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა გვაკისრია. ვეცადოთ, რომ საკვები მხოლოდ მშვიდობის იარაღი გახდეს. საყვარელ ადამიანებთან შეხვედრით გახარებულმა გავიხსენოთ ცხოვრებისგან ყველაზე მეტად ნატანჯი ოჯახები და ისინი, ვინც ეკონომიკური კრიზისის ჟამს უმუშევრობის გამო გაჭირვებაში იმყოფებიან და მოკლებულნი არიან ყველაზე ყველაზე საჭიროსა და აუცილებელს.
ძვირფასო დებო და ძმებო, დღეს, ისევე როგორც მაშინ, იესო, ჭეშმარიტი ნათელი, მოდის გულგრილობით დაავადებულ სამყაროში, რომელიც არ იღებს მას ( იოან. 1:11), უფრო მეტიც, უარყოფს მას, როგორც ეს ხდება ბევრი უცხოელის შემთხვევაში, ან უგულებელყოფს მას, როგორ ხშირად ვექცევით ხოლმე ღარიბებს. ნუ დავივიწყებთ დღეს მრავალრიცხოვან ლტოლვილებსა და მიგრანტებს, რომლებიც ნუგეშის, სითბოსა და საკვების საძიებლად ჩვენს კარებზე აკაკუნებენ. არ დავივიწყოთ ქუჩაში გაძევების საფრთხის წინაშე მყოფი გარიყულები, მარტოსულები, ობლები და მოხუცები, პატიმრები, რომლებშიც მხოლოდ ნაკლოვანებებს ვხედავთ და არა ადამიანებს.
ძმებო და დებო, ბეთლემი გვიჩვენებს ღმერთის უბრალოებას, რომელმაც თავი განუცხადა არა ბრძენთ და გონიერთ, არამედ ჩვილებს, რომელთაც გული სუფთა აქვთ (შდრ.მათ.11,25). მწყემსებივით, ჩვენც დაუყოვნებლად გავიდეთ გარეთ და გავოცდეთ ამ წარმოუდგენელი მოვლენით - ღმერთი განკაცდა ჩვენს საცხონებლად. ის, ვინც ყოველი მადლის წყაროა, თავს წარმოიცარიელებს (შედრ. გრიგორი ღვთისმეტყველის ქადაგებებიდან. სიტყვა 45). ითხოვს მოწყალებას ჩვენი უბადრუკი ადამიანურობისგან. ნება მივცეთ ღვთაებრივ სიყვარულს სიღრმისეულად შეგვეხოს, გავყვეთ იესოს, რომელმაც უარი თქვა ყოველგვარ დიდებაზე, რათა ჩვენ გავმხდარიყავით მისი სისრულის თანაზიარნი.
ყველას გილოცავთ ქრისტეს შობას!"
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Comments