top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპის სახლის ახალი მქადაგებელი დაინიშნა

9 ნოემბერს, პაპმა ფრანცისკემ პაპის სახლის ახალ მქადაგებლად კაპუცინელი ბერი, რობერტო პაზოლინი დანიშნა, რომელმაც კარდინალი რანიერო კანტალამესა ჩაანაცვლა.


1980 წლიდან რანიერო კანტალამესა პაპის სახლის მქადაგებლის მისიას ასრულებდა. ამ პერიოდში ეკლესიაში სამი პაპი იყო: იოანე პავლე II , ბენედიქტე XVI და ფრანცისკე. კანტალამესას ქადაგებები ადვენტისა და დიდმარხვის ჟამს ჟღერდა, როგორც ვატიკანის კურიის, ასევე ვატიკანს გარეთ მორწმუნეებისათვის. მისი უბრალოება, თეოლოგიური ნაშრომები, გამოსვლები ტელევიზიებში, აქტიური საუბრები სოციალურ ქსელებში – მილიონობით მორწმუნისთვის ორიენტირად იქცა.

 

წელს მას შეუსრულდა 90 წელი და გადაწყვიტა თავი მიუძღვნას ლოცვასა და მედიაციებს მონასტერში. სწორედ ამ მიზეზით დატოვა მან თანამდებობა.

 

პაპის სახლის ახალდანიშნული მქადაგებელი, კაპუცინელი ბერი, რობერტო პაზოლინი გამოირჩევა თეოლოგიის სიღრმისეული ცოდნითა და სამწყსო მსახურების დიდი გამოცილებით. იგი ოცი წლის მანძილზე იყო ნოვიციატის სულიერი მამა, ქადაგებდა სხვადასხვა სულიერ ვარჯიშზე და აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა სოციალურ და საქველმოქმედო პროექტში. ეხმარებოდა ღარიბებს, უსახლკაროებსა და პატიმრებს. გარდა სამწყსო საქმიანობისა, იგი არის მრავალი თეოლოგიური ნაშრომის ავტორი და ინტერესით ადევნებს თვალ–ყურს თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების პროცესებს. მათ შორის, ხელოვნურ ინტელექტსა და მის გამოყენებას ქრისტიანულ სწავლებაში. 


Vatican News-თან ინტერვიუში ახალდანიშნულმა მქადაგებელმა პაზოლინიმ განაცხადა, რომ კანტალამესას ქადაგებები მისთვის განსაკუთრებულ შთაგონებას წარმოადგენდა ჯერ კიდევ სასულიერო ცხოვრების გზის დასაწყისში.


“ჩემი მიზანია ვისაუბრო ღრმა სულიერ ჭეშმარიტებებზე უბრალო და გასაგები ენით, ამავდროულად კი შევინარჩუნო კარდინალ კანტალამესას ტრადიციები”, – განაცხადა პაზოლინიმ.

 

 შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page