• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპის ქირურგიული ოპერაცია წარმატებით დასრულდა



ვატიკანის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ქირურგიული ოპერაცია, რომელიც პაპ ფრანცისკეს ჩაუტარდა, წარმატებით დასრულდა.


ოპერაცია პროფესორმა სერჯიო ალფიერიმ და მისმა ასისტენტებმა ჩაატარეს. პროცესს პაპის პირადი ექიმი პროფესორი ბერნაბეი ესწრებოდა.


წმინდა საყდრის დესპანი საქართველოსა და სომხეთში, არქიეპისკოპოსი ჟოზე აველინო ბეტანკური წმინდა მამის მიმართ წერილს ავრცელებს და მას გამოჯანმრთელებას უსურვებს.


ფიზიკური განსაცდელის ამ მომენტში, რომელშიც უფალი იესო თქვენს უწმინდესობას უფრო აახლოვებს ამდენ სნეულ ძმებთან და დებთან, გიერთდებით ჩვენი შვილობრივი ლოცვებით. დაე, უფლის სულმა აღავსოს თქვენი უწმინდესობა ნუგეშით და მალე გამოგაჯანმრთელოთ.


საქართველოსა და სომხეთის ადგილობრივი ეკლესიის სახელით, ეპისკოპოსებისა და სამოციქულო ნუნციატურის ყველა თანამშორმლის სახელით, გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ სურვილს თქვენი მალე დაბრუნებისა ვატიკანში, სრულ გამოჯანმრთელებას და თქვენი ჩვეული მსახურებისადმი დაბრუნებას.


შვილოიბრივი გრძნობით, თქვენს უწმინდესობას ვაბარებთ ქალწული მარიამის მფარველობას, რომელიც არის ყოველი სიკეთის წყარო და გთხოვთ თქვენს სამოციქულო კურთხევას ჩვენი ხალხისათვის“, – წერს წმინდა საყდრის დესპანი.


ვატიკანის პრეს-სამსახურის ცნობით, თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, პაპი კლინიკას 7 დღეში დატოვებს. ამ დროისათვის, იგი თავს კარგად გრძნობს, სუნთქავს დამოუკიდებლად, ხელოვნური ჟანგბადის გარეშე და სრულიად კონტაქტურია.


შოთა გიქოშვილი