• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპის შერჩეული ფეხბურთის გუნდი ბოშათა მსოფლიო ორგანიზაციის გუნდს შეხვდება


იტალიაში,საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩი გაიმართება, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან პაპის მიერ შერჩეული და ბოშათა მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შერჩეული გუნდები. შეხვედრა მსოფლიოში დისკრიმინაციის აღმოფხვრას ემსახურება.




საქველმოქმედო მატჩი 21 ნოემბერს, იტალიის დროით 14:30 საათზე, ლაციოს საწვრთნელ ბაზაზე, ფომელოში გაიმართება. მისი ინიციატორი ზაგრებში დაფუძნებული ბოშათა მსოფლიო ორგანიზაციაა. იდეა კი მას შემდეგ გაჩნდა, რაც პაპი ვიზიტით იმყოფებოდა ბოშების რაიონ კოშიცეში, სლოვაკეთში. ადგილობრივებმა პაპს მატჩის გამართვის წინადადებით მიმართეს.


პაპმა ფრანცისკემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ "მშვიდობიანი თანაარსებობის გზა არის ინტეგრაცია, ორგანული, ნელი და სასიცოცხლო პროცესი, რომელიც ყოველთვის იწყება ერთმანეთის გაცნობით".


პაპის მიერ შერჩეული გუნდის სახელი იქნება “Frateli Tutti”. იგი მისი ენციკლიკის სახელიდან მომდინარეობს, სადაც ნათლად არის აღწერილი კათოლიკე ეკლესიის შეხედულებები ძმობასა და საზოგადოებრივ მეგობრობაზე. გუნდში ითამაშებენ შვეიცარიული გვარდიის წევრები, ვატიკანის თანამშრომლები, მათ შორის მღვდლები და ორი მიგრანტი.


მეორე გუნდში კი ბოშების მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შერჩეული სხვადასხვა პროფესიის ადამიანები იქნებიან.


შაბათს, 20 ნოემბერს, დილით პაპი ორივე გუნდს აუდიენციაზე მიიღებს. თავად კი „Fratelli Tutti-ის მაისურის N1 დასაჩუქრდება", - ამბობს კარდინალი.


პაპ ფრანცისკეს გადაწყვეტილებით, საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩზე, მსაჯად იტალიისა და მსოფლიოს საფეხბურთო ვარსკვლავი, ჩირო იმობილე იქნება. “მადლობა მინდა გადავუხადო წმინდა მამას ამ შანსისათვის”, – განაცხადა რომის „ლაციოს“ კაპიტანმა და ნაკრების წევრმა იმობილემ.


ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ მოხარულია გახდეს ნაწილი ამ ინიციატივისა, რომელიც მიმართულია დისკრიმინაციის წინააღმდეგ. ევრო 2020–ის გამარჯვებული და ოქროს მედალოსანი ამბობს, რომ გუნდიდან შეარჩევს თანამსაჯებად (გვერდითი მსაჯები) ორ მეგობარს.


საფეხბურთო კლუბ „ლაციოს“ პრეზიდენტმა კლაუდიო ლოტიტომ აღნიშნა, რომ იგი ამ პროექტში ხედავს შესაძლებლობას, გადაილახოს სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და ეთნიკური ბარიერები, ამიტომ მაშინვე დათანხმდა, როდესაც ვატიკანმა მხარდაჭერა სთხოვა. „Formello, ჩვენი სახლი, ღია იქნება ყველასთვის”, – თქვა ლოტიტომ და დასძინა, რომ განსაკუთრებით მათთვის, რომლებსაც ნაკლებად უმართლებთ ცხოვრებაში.


წყარო: deon.pl


შოთა გიქოშვილი

0 comments