top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპის ჯანმრთელობისთვის ვატიკანში „სავარდს“ ილოცებენ

24 თებერვალს, იტალიის დროით 21:00 საათზე, [თბილისის დროით 00:00 საათი] წმიდა პეტრეს მოედანზე პაპის ჯანმრთელობისთვის „სავარდი“ აღევლინება.


ლოცვას ვატიკანის სახელმწიფო მდივანი, კარდინალი პიეტრო პაროლინი გაუძღვება.


წმიდა საყდრის პრესსამსახურის ინფორმაციით, "დღეს საღამოს [24.02.2025], რომში მცხოვრები კარდინალები, რომის კურიისა და რომის ეპარქიის ყველა თანამშრომელთან ერთად, შეიკრიბებიან წმიდა პეტრეს მოედანზე საღამოს 9:00 საათზე, რათა ილოცონ „სავარდი“ პაპის ჯანმრთელობისთვის".


წმიდა პეტრეს მოედნიდან ლოცვა პირდაპირ ეთერში გადაიცემა Vatican News-ის ვებ– გვერდზე და სოციალური მედიის არხებზე.


ლოცვა ასევე აღევლინა ჯემელის კლინიკის წინ, სადაც წმინდა მამა გადის მკურნალობა. გარდა იტალიისა, მისი ჯამრთელობისთვის ლოცულობენ მთელს მსოფლოში, მათ შორის საქართველოს კთოლიკე ეკლესიაშიც.

შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page