top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპი ავღანეთში მშვიდობისა და ჰაიტის მსხვერპლთათვის ლოცულობს


ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, პაპმა ავღანეთში მშვიდობიანი დიალოგისა და ჰაიტზე მიწისძვრის მსხვერპლთათვის ილოცა. დაზარალებულთა დასახმარებლად მან ყველას გლობალური სოლიდარობისკენ მოუწოდა.


წმინდა მამამ ავღანეთში მიმდინარე სიტუაციაზე გულისწყვეტა გამოხატა და ყველას ლოცვაში გაერთიანებისკენ მოუწოდა: „რათა მშვიდობის ღმერთი დაეხმაროს მათ, შეწყდეს სროლები, ადამიანთა ხოცვა და ყველაფერი მშვიდობიანი დიალოგის გზით მოგვარდეს. მხოლოდ ასე შეძლებს მრავალტანჯული ერი, მამაკაცები, ქალები, მოხუცები და ბავშვები დაუბრუნდნენ თავიანთ სახლებს და იცხოვრონ უსაფრთხო გარემოში, მშვიდობიანად, სადაც სრული ურთიერთპატივისცემა იქნება“, – აღნიშნავს პაპი ფრანცისკე.


მან ასევე ისაუბრა ჰაიტიზე მომხდარი ძლიერი მიწისძრვის შესახებ, რომელმაც ბევრი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია და მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი მოუტანა ქვეყანას. წმინდა მამამ გამოხატა თავისი სიახლოვე მიწისძვრის გამო დაზარალებულთა მიმართ და ილოცა მსხვერპლთათვის. პაპმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო საზოგადოება მათ მიმართ თანაგძნობასა და ინტერესს გამოხატავს: “დაე, საყოველთაო სოლიდარობამ შეუმსუბუქოს მათ ტრაგედიის შედეგები. აღვავლინოთ ერთობლივი ლოცვა ჰაიტისთვის, წმინდა ქალწული მარიამის მიმართ”.

წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი
bottom of page