პაპი აღარ საჭიროებს ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციას
- catholic.ge
- Mar 20
- 1 min read
ვატიკანის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, პაპ ფრანცისკეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ეტაპობრივად უმჯობესდება:

“დასტურდება წმიდა მამის კლინიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. შეწყდა ფილტვების მექანიკური ვენტილაცია და შემცირდა მაღალი დინების ჟანგბადის თერაპია. პროგრესი შეინიშნება მოტორულ და რესპირატორულ ფიზიოთერაპიაში. 19 მარტს, წმიდა იოსების სადღესასწაულო წირვა, პაპმა სხვა სასულიერო პირთან ერთად აღავლინა“, - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.
ექიმების თქმით, ფილტვის ინფექციები კონტროლს ექვემდებარება, თუმცა ბოლომდე აღმოფხვრილი არ არის. კლინიკური ტესტის შედეგები და სხეულის ტემპერატურა ნორმალურ ფარგლებში რჩება. დღის განმავლობაში წმიდა მამას უტარდებოდა სამკურნალო პროცედურებს, ლოცულობდა და სამუშაო აქტივობებში იყო ჩართული.
რაც შეეხება ვნების კვირის მსახურებას, ამ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. პაპის სტაბილური მდგომარეობის გათვალისწინებით, სხვა სამედიცინო სიახლეები მომავალ კვირამდე არ არის მოსალოდნელი.
შოთა გიქოშვილი
Comments