top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპი აღმოსავლეთ უკრაინაში მშვიდობისთვის ლოცულობს


18 აპრილს, პაპმა ფრანცისკემ მსოფლიო მორწმუნეებს მოუწოდა ილოცონ უკრაინაში მშვიდობისთვის.

„მე გულისყურით ვადევნებ თვალს აღმოსავლეთ უკრაინის რამდენიმე რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, სადაც ბოლო პერიოდში გახშირდა ცეცლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების დარღვევა. მწუხარებით მინდა აღვნიშნო, რომ იზრდება საბრძოლო აქტივობები. მე, დაჟინებით გთხოვთ, ნუ მოახდენთ სიტუაციის ესკალაციას, არამედ მიიღეთ შესაბამისი ზომები, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთნდობის გამყარებასა და მშვიდობისაკენ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, რაც ესოდენ საჭირო და მნიშვნელოვანია. გულთან მიგვაქვს მძიმე ჰუმანიტარული სიტუაცია, რომელშიც აღმოჩნდა ადგილობრივი მოსახლეობა. მე, გამოვხატავ მათ მიმართ ჩემს სულიერ სიახლოვეს და გთხოვთ, ლოცვას მათთვის“, - მუწოდა პაპმა, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებულ მომლოცველებს და მათთან ერთად აღავლინა ლოცვა „გიხაროდენი“.


ვიდეო იტალიურ ენაზე:


წყარო: www.vaticannews.va


თარგმანი – შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page