20 იანვარს, აშშ- ის 47 -ე პრეზიდენტად ინაუგურაციის დღესთან დაკავშირებით, პაპმა ფრანცისკემ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა.

წმიდა მამამ ახალარჩეულ პრეზიდენტს ინაუგურაცია მიულოცა. ამ ძალზედ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, პაპმა პრეზიდენტს ყოვლისშემძლე ღვთის კურთხევა, სიბრძნე, ძალა და თანადგომა უსურვა.
„ვიმედოვნებ, რომ თქვენი ხელმძღვანელობით, ამერიკელი ხალხი, რომელიც შთაგონებულია თავისი ერის იდეალით, როგორც სტუმართმოყვარე ქვეყანა, აყვავდება და ყოველთვის შეეცდება შექმნას უფრო სამართლიანი საზოგადოება, დისკრიმინაციისა და გარიყულთა სიძულვილის გარეშე”.
წმიდა მამამ ხაზი გაუსვა, რომ ომის უბედურების გამო, უამრავ ოჯახს შეექმნა პრობლემა, ამიტომ მოუწოდებს ღმერთს, წარმართოს ახლადარჩეული პრეზიდენტის ძალისხმევა „ხალხებს შორის მშვიდობისა და შერიგების ხელშეწყობისთვის“.
გზავნილის ბოლოს, რომის ეპისკოპოსი ღმერთს შესთხოვს უხვ მადლსა და კურთხევას დონალდ ტრამპის, მისი ოჯახისა და საყვარელი ამერიკელი ხალხისათვის.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Comments