ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა პაპ ფრანცისკეს, რიგით 42–ე სამოციქულო ვიზიტისას საჯარო შეხვედრაზე, რომელიც პორტუგალიაში გაიმართა. მათ შორის იყვნენ პორტუგალიის ხელისუფლების წევრები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების დელეგატები, მეწარმეები და დიპლომატები. შეხვედრა 2 აგვისტოს დედაქალაქში, ბელენის კულტურულ ცენტრში შედგა.
საუბრისასპაპმა ლისაბონს “შეხვედრის ქალაქი” უწოდა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ერსა დაკულტურას, ამ დღეებში კი ის უფრო უნივერსალური გახდება და გარკვეული თვალსაზრისით „მსოფლიოს დედაქალაქად“ გადაიქცევა.
პორტუგალიის დედაქალაქში ეროვნული და კულტურული მრავალფეროვნების ადგილად ითვლება მოურარიოს მიკრო-რაიონი, სადაც 60-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ცხოვრობს.
წმინდა მამამ ისაუბრა თანამედროვე სამყაროში გამეფებულ უთანხმოებაზე, რომელსაც „აღარ შეუძლია ერთობლივად გადაჭრას პრობლემები, რომლებიც შეეხო ყველა ადამიანს. სწორედ ლისაბონს შეუძლია უკარნახოს თუ როგორ შევცვალოთ კურსი. 2007 წელს აქ ხელი მოეწერა ევროკავშირის რეფორმის ხელშეკრულებას, რომელიც ადგენს, რომ კავშირის მიზანია: მშვიდობის, მისი ფასეულობებისა და ყველა ხალხების კეთილდღეობის წინ წამოწევა. სხვა საკითხებთან ერთად, დოკუმენტის ტექსტი ეხება დანარჩენ მსოფლიოსთან ურთიერთობას, რომელიც დაფუძნებულია მშვიდობაზე, უსაფრთხოებაზე, დედამიწის მდგრად განვითარებაზე, სოლიდარობაზე, ხალხებს შორის ურთიერთპატივისცემაზე და ადამიანის უფლებების დაცვაზე“.
მაგრამ, სინამდვილეში საით მიემართება ევროპა?
“როდესაც ვუცქერთ ევროპას სინანულითა და სიყვარულით, მისთვის დამახასიათებელი დიალოგის სულისკვეთებით გვსურს ვიკითხოთ: საით მიცურავ, თუ ვერ გვთავაზობ მშვიდობის გზებს, უკრაინაში მიმდინარე ომისა და მთელს მსოფლიოში არსებული კონფლიქტების მოგვარების შემოქმედებით გზებს?”
თანამდეროვე ტექნოლოგიები, დახვეწილი იარაღი თან სდევს ადამიანური კაპიტალის, განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური კეთილდღეობის გაღატაკებას. განგაშის მიზეზია ის, რომ, დედამიწის უამრავი ქვეყანა ინვესტიციებს დებს შეიარაღებაში და არა ბავშების მომავალში. დღეს ადამიანის სიცოცხლის დაცვის პარადოქსული პრიორიტეტი განწირულია უტილიტარული ტენდენციების რიკებისკენ, როდესაც მას (სიცოცხლე) იყენებენ და უარყოფენ.
„დღეს, მე ვფიქრობ ბავშვებზე, ბედის ანაბარად მიტოვებულ ხანდაზმულებზე, თავდაცვის გამოყენების სირთულეებზე, იმ ადამიანების ინტეგრაციასა და განვითარებაზე, რომლებიც მოდიან შორიდან და აკაკუნებენ კარზე, უამრავი ოჯახის მარტოსულობაზე, რომელთათვისაც რთულია თავისა და შვილების რჩენა და აღზრდა. აქ, მსურს დავსვა კითხვა: საით გაქვს კურსი აღებული ევროპავ და დასავლეთო? მაშინ, როცა უკუაგდებ ხანდაზმულებს, აშენებ კედლებს ეკლიანი მავთულხლართებით, ზღვაში უამრავი დახოცილი ადამიანით, ცარიელი აკვნებით? საით მიემართები, როცა ცხოვრებისეული ტკივილის ფონზე სთავაზობ ნაჩქარევ და მცდარ საშუალებებს, ისეთებს, როგორებიც არის სიკვდილზე მარტივი ხელმისაწვდომობა, გემოთი ტკბილი, მაგრამ სინამდვილეში ზღვის წყალზე უფრო მწარე მარტივი გამოსავალი?“
მიუხედავად ამისა, ლისაბონი ბადებს იმედს. ზღვა ახალგაზრდები გამოეშურნენ ამ სტუმართმოყვარე ქალაქისკენ და აღძრავს ფიქრსიმედის სამ გემზე.
– “გარემოს გემი” - პორტუგალია იძლევა უდიდეს მაგალითს ქმნილების დაცვაში;
– “მომავლის გემი” - ეს თვით ახალგაზრდები არიან, რომლებიც იძლევიან იმედს დემოგრაფიის შეცვლაში;
– და ბოლოს, “ძმობის გემი”, რომელსაც ჩვენ, ქრისტიანები ვსწავლობთ უფალ იესო ქრისტესგან.
პაპმა მოუწოდა საზოგადოებას იშრომონ საერთო კეთილდღეობისათვის და უკან მოიტოვონ უთანხმოება და წინააღმდეგობები.
საუბრის ბოლოს, წმინდა მამამ მადლობა გადაუხადა ქვეყნის ხელისუფლებასა და ადგილობრივ ეკლესიას, რომლის კეთილი საქმეები „ჩრდილში რჩება“.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Commentaires