• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპი ეპისკოპოსებს მოუწოდებს დიალოგი ჰქონდეთ ეკლესიის მსახურებთან

24 აგვისტოს, ვატიკანმა, სასულიერო და საერო პირებისადმი წმინდა მამის გზავნილი გამოაქვეყნა.



გზავნილი ემთხვევა საეკლესიო მსახურებისადმი მიძღვნილ პავლე VI-ის დოკუმენტს, “Ministryia Quaedam”-ის 50 წლის იუბილეს.


პაპი ფრანცისკე მოუწოდებს მთელი მსოფლიოს ეპისკოპოსებს,საეროთა მუდმივი მსახურების სფეროებს: მედავითნეებს, აკოლიტებსა და კატეხიზატორებს, გაუზიარონ ბოლო ორმოცდაათწლიანი გამოცდილება. „აუცილებელია უფლის ხმას ყური დავუგდოთ, არ შევუშალოთ მას ხელი, მაგრამ არც ვაიძულოთ იდეოლოგიური ხედვის ნაყოფის თავზე მოხვევით“. წმინდა მამა ხაზს უსვამს იმას, რომ დოკუმენტი “Motu Proprio Ministeria Quaedem” ეკლესიას უხსნის მნიშვნელოვან პერსპექტივას საეკლესიო მსახურების განვითარებაში.


ცოტა ხნის წინ, გამოქვეყნდა ორი სამოციქულო ეპისტოლე: Spiritus Domini, რომელიც 2021 წლის 10 იანვრიდან საშუალებას აძლევს ქალებს სპეციალური მანდატით იმსახურონ, როგორც მკითხველებმა და აკოლიტებმა. მეორე კი,Antiquum Ministerium - 2021 წლის 10 მაისიდან კატეხიზატორების სპეციალურ მსახურებას ეხება. “ეს ორი დოკუმენტი არ აუქმებს წინამდებარე დოქტრინას, არამედ ისინი ავითარებენ ძველს ვატიკანის მეორე კრების სულისკვეთებაში, რომელმაც შთააგონა წმინდა პავლე მეექვსე, საეპისკოპოსოებისთვის მიენიჭებინა ძალაუფლება დაეწესებინათ თავიანთ რეგიონებში აუცილებელი და სასარგებლო საეკლესიო მსახურებები”,- აღნიშნა პაპ ფრანცისკემ.


რომის ეპისკოპოსის სიტყვებით, ყოველი მსახურება არის ღმერთის მოხმობა საკრებულოს საკეთილდღეოდ. ყოველი მსახურების წყარო არის ღმერთი, ხოლო მისი მიზანია საერთო სიკეთე და ქრისტიანული საკრებულოების განმტკიცება. სწორედ ეს აძლევს საშუალებას ეკლესიას თავი მოუყაროს მსახურების მრავალფეროვნებას, რომელსაც სულიწმიდა აღძრავს კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე.

სამოციქულო ეპისტოლეს Evangeli Gaudium - ზე დაყრდნობით, პაპი შეგვახსენებს, რომ “რეალობა იდეაზე მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ ამ ორს შორის უნდა გაჩნდეს მუდმივი დიალოგი, რათა ავარიდოთ თავი იდეისა და რეალობის ერთმანეთისგან გამოყოფას. ყველა შემთხვევაში, უპირველეს ადგილზე უნდა იყოს სულიწმინდის საქმეები და არა დაუყოვნებლივი შედეგებისაკენ სწრაფვა” - ამბობს პაპი ფრანცისკე.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი
0 comments