პაპი ფრანცისკე ვატიკანში არსებულ რუსეთის საელჩოში მივიდა და რუსეთის ელჩს გადასცა შეშფოთება უკრაინაში არსებული მდგომარეობის გამო.

როგორც სააგენტო Reuter.com წერს, პაპის საელჩოში ვიზიტი უპრეცედენტო შემთხვევაა და ერთგვარად დიპლომატიური პროტოკოლიდან გადახრა.
როგორც ვატიკანის პრეს-სპიკერმა მატეო ბრუნიმ განაცხადა, პაპმა დაახლოებით 30 წუთი გაატარა საელჩოში.
ითვლებოდა, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კონფლიქტის დროს პაპი საელჩოში თავად მივიდა ელჩთან სასაუბროდ. ჩვეულებრივ, უცხოელ ელჩებს იბარებს ვატიკანის სახელმწიფო მდივანი ან ისინი პაპს სამოციქულო სასახლეში ხვდებიან.
”ის წავიდა, რათა შეშფოთება გამოეხატა ომზე, ” - განუცხადა ბრუნიმ Reuters-ს.
კითხვაზე, შესთავაზა თუ არა მხარეებს 85 წლის პაპმა ვატიკანის, როგორც შუამავლის როლი, ამაზე ბრუნი არ საუბრობს.
წყარო: www.reuters.com
თაკო ფეიქრიშვილი