top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპი ვენესუელის სამღვდელოებას მოუწოდებს გააერთიანონ სიყვარული და მსახურება


19 იანვარს ვენესუელის ეპისკოპოსებსა და მღვდლებს პაპმა სპეციალური ვიდეო გზავნილით მიმართა. ვენესუელაში მიმდინარეობდა ორდღიანი ვირტუალური კონფერენცია ადგილობრივ ეპისკოპოსთა კონფერენციის ეგიდით, თემაზე: სასულიერო პირების მსახურების გამოცდილება კოვიდ პანდემიის პერიოდში.


წმინდა მამა მადლობს ღმერთს იმისათვის, რომ ამ მძიმე პერიოდში, როცა მთელს მსოფლიოში ხალხი იტანჯება, შესაძლებლობა მიეცა მიემართა ვენესუელის სასულიერო პირებისათვის. ადგილობრივ მღვდელმსახურებს ეს შეხვედრა აძლევს შესაძლებლობას გაუზიარონ თავიანთი გამოცდლიება, შორმა, მერყეობა და ასევე ეკლესიაში მსახურებაში სიმტკიცე, რომელიც უფლის საქმეა.


„ამ რთულ პერიოდში, მახსენდება ნაწყვეტი მარკოზის სახარებიდან, როცა იესო აგზავნის თავის მოწაფეებს მისიაზე და დაბრუნებული მოწაფეები უზიარებენ მასწავლებელს, თუ რა გააკეთეს და რა ასწავლეს ხალხს. (მარკ. 6.30-31)“, -აღნიშნა წმინდა მამამ. „მოუსმინა რა იესომ მოწაფეებს, უთხრა, რომ წასულიყვნენ უდაბნოში, რათა დაესვენათ. სახარების რჩევის გათვალისწინებით, დღესაც, მღვდლები უნდა შეიკრიბნონ საკრამენტალურ ძმობაში და გაუზიარონ უფალს და ერთმანეთს თავიანთი საქმეები, იმის გათვალიწინებით, რომ ეს არის სრულად უფლის საქმე. მხოლოდ უფალია მაცხოვარი, ჩვენ კი მხოლოდ იარაღი ვართ მის ხელში“.


„პანდემიის გამო, ვენესუელის სასულიერო პირების ვირტუალურ რეჟიმში შეხვედრა გახდა მიზეზი შეეკრიბა ყველა, ვისაც დაევალა დაემოწმებინა და გაევრცელებინა მამობრიობა უფლისა, მათზე მინდობილი ხალხისათვის“, - ხაზი გაუსვა რომის ეპსიკოპოსმა. მან ასევე აღნიშნა ის ორი პრინციპი, რომლებიც ეხმარება ეკლესიას ზრდაში თუ ზუსტად შევასრულებთ მათ. ესენია: მოყვასის სიყვარული და ერთმანეთის მსახურება. ეს პრინციპები იესომ გაამყარა საიდუმლო სერობის დროს ევქარისტიაში, რომელიც გვასწავლის სიყვარულს და ფეხთბანვაში, რომელიც გვასწვლის მსახურებას. „სიყვარული და მსახურება განუყოფელი ნაწილია ერთმანეთისა, სხვაგვარად არაფერი არ გამოგვივა“, - თქვა პაპმა.


უფალი ჩვენგან ითხოვს სიყვარულს, რომელიც ვლინდება ჩვენს ყოველდღიურ უბრალო საქმეებში. ეკლესია საჭიროებს თავმდაბალ მსახურებს, როგორც იესომ უთხრა მოწაფეებს მისიაზე გაგზავნის დროს, რომ მსახური არ არის დიდი თავის ბატონზე. აუცილებელია მივბაძოთ კეთილ მწყემსს და გავხდეთ მსახურნი ყველა ადამიანისათვის, განსაკუთრებით კი ნაკლებად წარმატებულთათვის. ხშირად უგულვებელყოფილი ძმებისა და დებისათვის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მათ, ამ მძიმე პერიოდში, იგრძნონ ჩვენი მხარდაჭერა, სიყვარული და გაძღოლა. წმინდა მამა ვენესუელის ეპისკოპოსებსა და მღვდლებს სთხოვს, რომ განაგრძონ სვლა წინ, იშრომონ სიხარულითა და სიმტკიცით თავიანთ სანწყსო მსახურებაში, უფლისა და ხალხისადმი მუდმივად საკუთარი თავის შეწირვით.


მიმართვის ბოლოს, რომის ეპისკოპოსი მადლობას უხდის მწყემსებს თავიანთი სიყვარულისა დამსახურებისათვის ავადმყოფთა მიმართ, რომლებთანაც მიაქვთ მათ სახარების სიხარული და ევქარისტია, მადლობას უხდის, რომ სამედიცინო პერსონალსა და მოხალისეებს სულიერად ამხნევებენ და ასევე მადლობას უხდის მათ უპოვართა და ჩაგრულთა მსახურებისათვის.


თარგმანი - შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page