
2022 წლის ივლისში, პაპი ფრანცისკე სამოციქულო ვიზიტით ესტუმრებაკანადას.
“წმინდა მამამ მიიღო საერო და საეკლესიო ხელისუფლებების, ასევე ადგილობრივი საზოგადოებების მხრიდან მოწვევა და გადაწყვიტა შეასრულოს თავისი სამოციქულო ვიზიტი კანადაში 2022 წლის 24–30 ივლისს. იგი მოილოცავს შემდეგ ქალაქებს: ედმონტონს, კვებეკს და იკალუიტს. ვიზიტის შესახებ უფრო დაწვრილებით ინფორმაციას მოგაწვდით უახლოეს კვირებში”, – ნათქვამია წმინდა მამის პრესსამსახურის განცხადებაში.
მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში, პაპი ფრანცისკე სამი კანადური ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელს შეხვდა, რომლებიც დაზარალდნენ კოლონიზაციის შედეგებით. მისიბოლო საჯარო ეპიზოდი იყო მასობრივი საფლავების აღმოჩენა ინდიელთა პანსიონში, კამლუპსში, ბრიტანეთის კოლუმბიაში. რომის ეპისკოპოსმა ღმერთსა და კანადის მკვიდრ მოსახლეობას პატიება სთხოვა კათოლიკური ეკლესიის წევრების სავალალო საქციელის გამო.
„მინდა გულით გითხრათ: ძალიან ვწუხვარ“.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი