პაპი: კათოლიკური სოციალური სწავლება მშვიდობიანი თანაცხოვრების გზას გვთავაზობს
- Feb 3
- 2 min read
2026 წლის ევროპული კონფერენციისთვის ლუქსემბურგში გაგზავნილ გზავნილში, პაპი ლეონ XIV ხაზს უსვამს, რომ ეკლესიის სოციალური სწავლება საზოგადოებებს ავთენტური პატივისცემისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების გზას უჩვენებს.

პაპმა ლეო XIV-მ გაგზავნა გზავნილი, რომელსაც ხელი მოაწერა სახელმწიფო მდივანმა კარდინალმა პიეტრო პაროლინმა, და რომელშიც მან გამოხატა მადლიერება კონფერენციის თემის მიმართ: „მშვიდობის მშენებლობა ევროპაში: რა როლი აქვს კათოლიკურ სოციალურ აზროვნებას და უნივერსალურ ღირებულებებს?“
Centesimus Annus Pro Pontifice ფონდმა 2026 წლის ევროპული კონფერენცია 23 იანვარს, ლუქსემბურგში გამართა.
პაპმა ლეონ XIV-მ გაგზავნა გზავნილი, რომელსაც ხელი მოაწერა სახელმწიფო მდივანმა კარდინალმა პიეტრო პაროლინიმ. დოკუმენტში პაპმა გამოხატა მადლიერება კონფერენციის თემის მიმართ: „მშვიდობის მშენებლობა ევროპაში: რა როლი აქვს კათოლიკურ სოციალურ აზროვნებას და უნივერსალურ ღირებულებებს?“
პაპის თქმით, ეს თემა განსაკუთრებით აქტუალურია დღევანდელ სამყაროში, სადაც საზოგადოებები ხშირად ეწინააღმდეგებიან რელიგიის მიერ შეთავაზებული უნივერსალური ღირებულებების განხილვას და მათ წვლილს საერთო კეთილდღეობაში.
„არცერთ თემს, საკრებულოს ან კონტინენტს არ შეუძლია მშვიდობიანად ცხოვრება და აყვავება საერთო ჭეშმარიტებების გარეშე, რომლებიც განსაზღვრავს მის ნორმებსა და ღირებულებებს“, – წერია დოკუმენტში.
ჭეშმარიტება დღეს გაუბრალოებულია
პაპის გზავნილი, რომელიც ვატიკანის სახელმწიფო მდივნის, კარდინლა პიეტრო პაროლინის მიერაა ხელმოწერილი და მიმართულია Centesimus Annus -ის პრეზიდენტის, პაოლო გარონეს მიმართ, ევროპულ საბჭოში ვატიკანის ელჩმა, ბერნარდიტო კეოპას აუზამ გააჟღერა.
ტექსტში პაპი გამოხატავს მადლიერებას არჩეული თემის მიმართ, რაც „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ დღეს დიდი სურვილის არ ჩანს განიხილონ უნივერსალური ღირებულებები, რომელიც წვლილს შეიტანს, რელიგიებსა ან ნებისმიერ რწმენის სისტემაში, საზოგადოების საერთო კეთილდღეობისათვის. მიუხედავად იმისა, რომ სურვილის არქონა სხვადასხვა მიზეზით წარმოიშობა, მისი ძირითადი მიზეზი რელატივიზმის გავრცელება და ჭეშმარიტების უბრალო აზრამდე დაყვანაა“, - წერს ლეონ XIV. იგი ხაზს უსვამს, რომ არცერთ თემს, საკრებულოსა და მით უმეტეს კონტინენტს, არ შეუძლია მშვიდობიანად ცხოვრება და აყვავება საერთო ჭეშმარიტებების გარეშე, რომლებიც განსაზღვრავს მის ნორმებსა და ღირებულებებს“.
ეკლესიის სოციალური სწავლების ღირებულებები
პაპი კიდევ ერთხელ მიუთითებს „გადაუდებელი აუცილებლობისაკენ“, რომ ხელახლა მიიღონ ჭეშმარიტება, რომლის მიხედვითაც, ადამიანი შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად“. ამასთან დაკავშირებით, თავის ენციკლიკაში „Centesimus Annus“, პაპს მოჰყავს იოანე პავლე II-ის სიტყვები: „ჭეშმარიტი პროგრესი შეუძლებელია ჭეშმარიტების შეცნობისა და მისი შესაბამისი ნორმებით ცხოვრების ბუნებრივი და თავდაპირველი უფლების პატივისცემის გარეშე“.
ამ პერსპექტივიდან, ეკლესიის სოციალურ სწავლებას ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია, რადგან, როგორც პაპი ამბობს: “საზღვრებს სცილდება და ქმნის პლატფორმას კოლექტიური ინტერესებისა და ცხოვრების წესებისათვის, რითაც მშვიდობიან თანაარსებობას შესაძლებელს ხდის“.
“დაე, ამ კონფერენციამ ხელი შეუწყოს კათოლიკური ღირებულებების როლის წინ წამოწევას უფრო მშვიდობიანი და სამართლიანი ევროპული კონტინენტის შენებაში“.
შოთა გიქოშვილი








Comments