top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპი ლეონ XIV ავგუსტინელთა ორდენის გენერალს ეწვია

პაპი ლეონ XIV ავგუსტინელთა ორდენს ესტუმრა და სადილზე დარჩა, რათა მისი დიდი ხნის მეგობრის, მამა ალეხანდრო მორალეს 70 წლის იუბილე ერთად აღენიშნათ.

 


პაპისა და მამა ალეხანდროს მრავალწიანი მეგობრობა

 

მღვდელი ალეხანდრო მორალე 1955 წლის 1 ივნისს ესპანეთში, ლა-ვიდეში დაიბადა. მან პაპი ლეონ XIV  რომში, 1980 წელს გაიცნო, როდესაც ჯერ კიდევ ორივე წმიდა თომა აკვინელის პონტიფიკალურ უნივერსიტეტში სწავლობდნენ კანონიკურ სამართალს, პონტიფიკალურ ბიბლიურ ინსტიტუტში წმინდა წერილის მორალს, ხოლო  პონტიფიკალურ გრიგორიანულ უნივერსიტეტში დოგმატურ თეოლოგიას. მათი გზები 1985 წელს გაიყარა, როდესაც  ახლადხელდასხმული მამა რობერტ პრევოსტი მისიაზე პერუში გააგზავნეს, ხოლო მამა ალეხანდრო სწავლის დასრულების შემდეგ  ესპანეთში დაბრუნდა. 2001 წელს, ავგუსტინელთა ორდენის კაპიტულეზე ორი ბერი კვლავ შეხვდა ერთმანეთს.

 

ავგუსტინელთა ორდენის ახალარჩეულმა გენერალმა პრევოსტიმ, ბერი მორალე თავის ვიკარიუსად დანიშნა. მათ გვერდი-გვერდ 12 წელი იმუშავეს, ხოლო მათი მეგობრობა სულ უფრო იზრდებოდა და მტკიცდებოდა. მათი ძმური კავშირი გზების გაყრის შემდეგაც კი შენარჩუნდა.

 


2013 წელს, ავგუსტინელთა ორდენის გენერლის პოსტზე მეორე ვადის ამოწურვის შემდეგ, რობერტ პრევოსტი დაუბრუნდა თავის პროვინციას ჩიკაგოში, ხოლო ალეხანდრო მორალე ორდენის რიგით 97-ე გენერლად აირჩიეს. მომდევნო წელს, მამა რობერტ პრევოსტი პაპმა ფრანცისკემ პერუში, ჩიკლაიოს სამოციქულო ადმინისტრატორად დაინიშნა, ამავე ეპარქიაში მას ხელი დაასხეს ეპისკოპოსად.


ავგუსტინელები კვლავ ინარჩუნებდნენ მტკიცე მეგობრობას, როგორც ამას ეკლესიის დიდი მამამ ასწავლიდა, რომელსაც უყვარდა ერთობლივი ცხოვრება გულისა და გონების ერთიანობით.



 


შოთა გიქოშვილი

 

 

Comments


bottom of page