top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპი ლეონ XIV ვლადიმერ პუტინს ესაუბრა

4 ივნისს, პაპმა ლეონ XIV–მ და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა  ტელეფონით ისაუბრეს.  საუბრის მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე ომი იყო.


ვატიკანის პრესსამსახურის დირექტორმა მატეო ბრუნიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პაპმა და პრეზიდენტმა განიხილეს ჰუმანიტარული სიტუაცია და საჭიროების შემთხვევაში დახმარების აუცილებლობა.


„პაპმა მიმართა რუსეთს, გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს მშვიდობას. მან ხაზი გაუსვა მხარეებს შორის დიალოგის მნიშვნელობას პოზიტიური კონტაქტების შესაქმნელად და კონფლიქტის მოგვარების გზების საძიებლად“, — ნათქვამია განცხადებაში.


პაპმა და პრეზიდენტმა პუტინმა ისაუბრეს ასევე ტყვეების გაცვლის ძალისხმევაზე და იმ ღირებულზე, რასაც ამ მიმართულებით აკეთებს ბოლონიის არქიეპისკოპოსი, კარდინალი მატეო მარია ძუპი.


„პაპმა ლეონმა გაიხსენა პატრიარქი კირილე, მადლობა გადაუხადა მისთვის გამოგზავნილი მილოცვისთვის და ხაზი გაუსვა, რომ საერთო ქრისტიანული ღირებულებები შეიძლება გახდეს შუქი, რომელიც ეხმარება მშვიდობის ძიებაში, სიცოცხლის დაცვასა და ჭეშმარიტი რელიგიური თავისუფლების ხელშეწყობაში“, – აცხადებს ვატიკანის პრესსამსახურის უფროსი მატეო ბრუნი.


შოთა გიქოშვილი


Comments


bottom of page