top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპი ლოცულობს ინდონეზიაში მიწისძვრით დაზარალებულთათვის


ინდონეზიაში, სულავესის კუნძულზე მომხდარ გამანადგურებელ მიწისძვრასთან დაკავშირებით, 15 იანვარს, ინდონეზიის სახელმწიფოს საეკლესიო და საერო ხელისუფლების წარმომადგენლებს პაპმა მხარდაჭერის წერილი გაუგზავნა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად გარდაცვილილია 42 ადამიანი, 600-ზე მეტი კი დაშავებულია.


წერილს ხელს აწერს ვატიკანის სახელმწიფო მდივანი, კარდინალი პიეტრო პაროლინი, ადრესატი კი ინდონეზიაში ვატიკანის ელჩი მონსენიორ პიერო პიოპეა.


წმინდა მამა წერს, რომ დათრგუნულია ადამიანების გარდაცვალებითა და ნგრევით. პაპი გამოხატავს თავის მხადრაჭერას იქ მცხოვრები ადამიანების მიმართ და ლოცულობს გარდაცვლილთა სულებისათვის, დაშავებულთა გამოჯანმრთელებისა და დაზარალებულთა ნუგეშისათვის.


რომის ეპისკოპოსი, საერო ხელისუფლებასა და სამაშველო ჯგუფებს უცხადებს თავის სულიერ მხარდაჭერას.


წერილის ბოლოს, წმინდა მამა ინდონეზიაში მცხოვრებ დაზარალებულებისათვის ღმერთს შესთხოვს კურთხევას, ძალასა და იმედს.


წყარო: Vaticanews.va


თარგმანი - შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page