• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპი ლოცულობს იტალიაში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთათვის


მომხდარი ტრაგედიის გამო, პაპი ფრანცისკე იტალიელი ხალხის მიმართ თანაგრძნობას გამოხატავს. ქალაქ სტრესა-მოტარონოში, საბაგიროს ჩამოვარდნის შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა. Არიან დაშავებულებიც, მათ შორის 5 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ, საინფორმაციო საშუალება - KAI წერს.



წმიდა მამა მწუხარებას გამოთქვამს სტრესა-მოტაონოში მომხდარი შემთხვევის გამო, უთანაგრძნობს დაღუპულთა ოჯახებს და გამოხატავს განსაკუთრებულ სიახლოვეს.


ვატიკანის სახელმწიფო მდივანი კარდინალი პიეტრო პაროლინი ამბობს, რომ პაპი ლოცულობს გარდაცვლილთა სულებისათვის, ჭირისუფლებისა და განსაკუთრებით პატარა ეიტანასათვის, რომლის ისტორიასაც თვალყურს ადევნებს ლოცვებით.


ტრაგედიის შემდეგ, იტალიის ხელისუფლებამ გამოსცა ბრძანება ქვეყნის მასშტაბით ყველა საბაგიროს გულდასმით შემოწმებისა. “მსგავსი ტრაგედიის განმეორება დაუშვებელია”, - ამბობენ ტრანსპორტის უსაფრთხოებისა და ინჟინერიის ექსპერტები.


„მისი უწმინდესობა სრულად უერთდება ნოვარას ეპარქიის, ადგილობრივი საკრებულოს გულისტკივილს და ახლოსაა ძვირფას იტალიელ ხალხთან. ამ დიდი ტრაგედიით შეძრული, სთხოვს ღმერთს მწუხარეთა ნუგეშს და გადასცემს სამოქიცულო კურთხევას ყველა მწუხარე ადამიანის“, - ნათქვამია კარდინალ პაროლინის განცხადებაში.


წყარო: www.deon.pl


თარგმანი - შოთა გიქოშვილი

0 comments