• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპი ოჯახების მსოფლიო დღის შესახებ

რომში, ოჯახების მე–10 მსოფლიო შეხვედრა გაიმართება. იგი 22 ივნისს ფესტივალით გაიხსნება და 26 ივნისს, დასრულდება წმ. წირვით, რომელსაც პაპი ფრანცისკე აღავლენს.

ოჯახების მსოფლიო შეხვედრა, 2018 | Daniel Ibáñez/CNA.

ვატიკანი 2022 წლის ოჯახების მსოფლიო შეხვედრისთვის ემზადება, რომელიც იტალიის დედაქალაქში, დაახლოებით 2 000 კათოლიკე ოჯახს ერთად შეკრებს, რათა შეხვდნენ პაპ ფრანცისკეს და მოისმინონ მისი სიტყვები ქორწინებასა და რწმენაზე.


კვირას, პაპმა ფრანცისკემ კათოლიკეებს შეახსენა, რომ 22 ივნისს, რომში დაიწყება ოჯახების მეათე მსოფლიო შეხვედრა (#WMOF22). WMOF (World Meeting of Families)არის ოჯახების მსოფლიო შეხვედრის აბრევიატურა.

წლევანდელი თემაა: „ოჯახური სიყვარული: მოწოდება და გზა სიწმინდისკენ“.


ამ წელს, გადაწყდა, რომ მსოფლიო მასშტაბით საჯარო შეკრების ნაცვლად, ღონისძიება ყველა ეპარქიაში აღინიშნოს, ადგილობრივ ეპისკოპოსებთან ერთად, რომელიც მოიცავს ფორმაციას, ლოცვასა და თანამეგობრობას.


თუმცა, მთელი მსოფლიოდან კათოლიკური ოჯახების დელეგაციები 22-26 ივნისამდე ვატიკანის პავლე VI დარბაზში შეიკრიბებიან.


პროგრამა მოიცავს წმ. წირვას წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, კათოლიკე წყვილების საუბრებს, ოჯახურ აქტივობებსა და იტალიური საოპერო პოპ ტრიოს Il Volo-ს ცოცხალ შესრულებას.


პაპი ფრანცისკე მონაწილეობას მიიღებს სამ ღონისძიებაში: დაესწრება გახსნის ცერემონიას, იქნება ოჯახების ფესტივალზე და აღავლენს წირვას წმინდა პეტრეს მოედანზე, 25 ივნისს, საღამოს. კვირას, 26 ივნისს, პაპი სიტყვით მიმართავს ოჯახებს და დაავალებს მათ გაუზიარონ მათ ოჯახის წევრებს ის, რაც ამ შეხვედრაზე ისწავლეს.


“მადლობა ეპისკოპოსებს, წინამძღვრებსა და ოჯახთა მსახურებაში მომუშავეებს, რომლებმაც მოუხმეს ოჯახებს წუთიერი ფიქრისაკენ, ზეიმისა და დღესასწაულობისაკენ.

უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა გადავუხადო დანიშნულებსა და დაოჯახებულებს,რომლებიც იქნებიან მოწმენი იმ ოჯახური სიყვარულისა, რომელიც არის მოწოდება და გზა სიწმინდისაკენ. კარგ შეხვედრას გისურვებთ”, – განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.


ოჯახების პირველი მსოფლიო შეხვედრა 1994 წელს, რომში, პაპ იოანე პავლე II-ის თხოვნით გაიმართა.


შეხვედრები, ჩვეულებრივ, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ტარდება. ყველაზე ბოლოს კი, 2018 წელს ირლანდიაში, დუბლინში იყო.


2015 წელს, მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო პაპ ფრანცისკეს წირვას ფილადელფიაში ოჯახების მსოფლიო შეხვედრაზე. მაგრამ 2022 წელს, COVID-19 პანდემიის გამო, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს დაახლოებით 2 000 ოჯახით შეზღუდონ პირადი დასწრება.


ცნობისათვის, საქართველოში, 25 ივნისს, წეროვნის სახლში, Iner–Georgia–ს ორგანიზებით გაიმართება ოჯახების შეხვედრა, რომელიც შეუერთდება მსოფლიო შეხვედრას.


catholic.ge