2 – დან 6 დეკემბრის ჩათვლით, პაპი ფრანცისკე 35–ე სამოციქულო ვიზიტის ფარგლებში კვიპროსსა და საბერძნეთში იქნება.
დღეს, 2 დეკემბერს დაიწყო პაპ ფრანცისკეს სამოციქულო მოგზაურობა კვიპროსსა და საბერძნეთში.
საქართველოს დროით 18:00 საათზე, იგი კვიპროსში ჩაფრინდა, ლარნაკას აეროპორტში. კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში პაპ ფრანცისკეს პრეზიდენტის სასახლესთან დახვდნენ.
მისასალმებელი ცერემონიის შემდეგ, პაპი ფრანცისკე შეხვდა რესპუბლიკის პრეზიდენტს, ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებასა და დიპლომატიურ კორპუსს.
პაპმა თავისი აუდიენციისას აღნიშნა, რომ სურს მოინახულოს ამ ულამაზესი ქვეყნების ულამაზესი ხალხი, „რომლებიც მდიდარი არიან ისტორიით, სულიერებითა და კულტურით. ეს იქნება მოციქულთა რწმენასა და სხვადასხვა კონფესიის ქრისტიანთა ძმობაზე დაფუძნებული მოგზაურობა“, – აღნიშნა პაპმა.
მან ასევე დასძინა, რომ კვლავ აპირებს კუნძულ ლესბოსზე მოინახულოს ლტოლვილები, რათა მიუახლოვდეს ისედაც იმედის მაძიებელი უამრავი მიგრანტის გაუბედურებულ ცხოვრებას. პაპმა მორწმუნეებს სთხოვა ილოცონ ამ ვიზიტის განმავლობაში.
Vatican News
შოთა გიქოშვილი
Commentaires