2022 წელს პაპი ფრანცისკე კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ჩრდილოეთ სუდანს მოილოცავს. სამოციქულო ვიზიტი 2–7 ივლისამდე გაგრძელდება. წმინდა მამა ადგილობრივმა ეპისკოპოსებმა და სახელმწიფოთა მეთაურებმა მიიწვიეს.
მოგზაურობის პირველი ეტაპი 2–5 ივლისს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შედგება, კერძოდ კი დედაქალაქ კინშასეში და ჩრდილოეთ კივუს პროვინციის ცენტრში, გომეში. ამის შემდგომ, წმინდა მამა გაემართება ჩრდილოეთ სუდანის დედაქალაქ ჯუბუში, სადაც 5–7 ივლისამდე დარჩება.
ვიზიტის დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება მოგვიანებით.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Commentaires