top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპი ბავშვებში ონკოლოგიურ დაავადებებთან დაკავშირებით


15 თებერვალს ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვთა საერთაშორისო დღეა. პაპი ფრანცისკე საზოგადოებას მოუწოდებს სხვადასხვა ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვების მხარდასაჭერად.


რომის პაპის „ტვიტერის“ გვერდზე მსგავსი შინაარსის პოსტი გამოქვეყნდა:

„დაე, უფალმა აღგვიძრას სურვილი, რათა გვერდით დავუდგეთ მათ, რომლებიც იტანჯებიან, განსაკუთრებით კი ბავშვებს. გამოვიჩინოთ მათ მიმართ ყურადღება. მივანდობ ექიმებსა და დაავადებულ ბავშვებს ქალწული მარიამის მფარველობას და ვთხოვ დედობრივ ზრუნვას მათ მიმართ“.


მიუხედავად თანამედროვე მედიცინაში უდიდესი პროგრესისა, დღემდე ამოუცნობია ონკოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნეების წარმოშობის მიზეზები ბავშვებში. უკეთეს შემთხვევაში, შესაძლებელია გამოკვლევების საშუალებით სიმსივნური წამონაზარდების აღმოჩენა. მსოფლიოში ყოველწლიურად 300 000–მდე 19 წლამდე ბავშვს უდგინდება ონკოლოგიური დაავადება. ღარიბ და საშუალო დონის შემოსავლების მქონე ქვეყნებში, ბავშვებს ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ მხოლოდ 20% უფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან, მაღალანაზღაურებად განვითარებულ ქვეყნებში კი ბავშვები, რომლებიც ამ დაავადებებით იტანჯებიან, დაახლოებით 80%–იანი დაფინანსება აქვთ.

წყარო: sib-catholic.ru



თარგმანი – შოთა გიქოშვილი

bottom of page