• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპი ფრანცისკე კანადაშია

24 ივლისს, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე,პაპი ფრანცისკე ათ საათ–ნახევრიანი ფრენის შემდეგ კანადაში ჩავიდა. მისი უწმინდესობის თვითმფრინავი ედმონტონის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა, სადაც პაპი რიგით 37–ე სამოციქულო ვიზიტის ორ დღეს დაყოფს.



პაპს აეროპორტში მიესალმნენ საერო და საეკლესიო პირები. კერძოდ, კანადის პრემიერ–მინისტრი ჯასტინ ტრიუდო; აბორიგენი ხალხების წარმომადგენლები ტრადიციულ სამოსში, რომლებმაც საკუთარი ეთნოსის სიმღერები შეასრულეს. ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, პაპი ავტომობილით გაემართა წმინდა იოსების სახელობის სასულიერო სემინარიაში, სადაც იგი დარჩება ედმონტონში ყოფნისას.


წმინდა მამამ არაერთხელ გაუსვა ხაზი თავისი ვიზიტის მნიშვნელობას. მისი სურვილია აბორიგენი ხალხების, ადგილობრივი საზოგადოებისა და ადგილობრივი ეკლესიის რწმენაში განმტკიცება და მათი დაახლოება.


კანადური პრესა ამ ვიზიტის განსაკუთრებულობაზე საუბრობს. ედმონტონში სპეციალურად ამ მოვლენისათვის მოწყობილ პრეს–ცენტრში დაახლოებით 400 ჟურნალისტი მიიღეს მთელი მსოფლიოდან: ბეჭდური მედია, ტელევიზიები, რადიო და ინტერნეტ მაუწყებლობები და გამომცემლობები. ისინი დეტალებში გააცნობენ მსმენელებსა და მკითხველებს პაპის ვიზიტს, რომელიც მოიცავს ასევე კვებეკისა და კანადის უკიდურეს ჩრდილოეთ რეგიონს.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი