top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპი ფრანცისკე საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა


18 ივნისს, დილით პაპმა ფრანცისკემ, ვატიკანის სამოციქულო სასახლეში პირად აუდიენციაზე მიიღო საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.



ვატიკანის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მხარეება იმსჯელეს კულტურის, სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროებში ურთიერთთანამშრომლობაზე, ასევე განხილულ იქნა საქართველოში კათოლიკე ეკლესიის საქმიანობის საკითხებიც.


სახელმწიფო საკითხთა სამდივნოში შეხვედრისას განიხილეს რეგიონალური და საერთაშორსო ხასიათის საკითხები. განსაკუთრებული ყურადაღება კი ჰუმანიტარულ საკითხებმა მიიქცია. ხაზი გაესვა სამართლიანობის აღდგენისა და სოციალური ჰარმონიის წინ წამოწევას.

წმინდა მამასთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა საგარეო საქმეთა საკითხებში მდივანს, არქიეპისკოპოსს, პოლ-რიჩარდ გალაჰერს.

წყარო: www.vaticannews.va





 შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page