სნეულთა საერთაშორისო 23–ე დღესთან დაკავშირებულ შეხვედრაზე, პაპმა ფრანცისკემ გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც იგი ამ დღის მნიშვნელობაზე, მიზანსა და დავალებაზე საუბრობს.
“სნეულებები გვაიძულებენ თავი ვიგრძნოთ მყიფეებად და სხვებისათვის გამოსადეგ ადამიანებად. იგი აღძრავს ჩვენში შეკითხვას ღვთის რწმენის შესახებ“, – აღნიშნა პაპმა და მოიყვანა წმინდა იოანე პავლე II-ის სიტყვები, მისი პირადი გამოცდილებიდან: “ადამიანი რწმენის მეშვეობით აღმოაჩენს რა გამოსყიდვას ქრისტეს ტანჯვებში, ასევე აღმოაჩენს ხოლმე საკუთარ ტანჯვებს; რწმენის მეშვეობით იგი პოულობს მათ ახალი გამოცდილებებითა და ახალი არსით გამდიდრებულს ”. (Salvifici Doloris. 20).
„არ უნდა დავივიწყოთ ყოველი სნეულის უნიკალურობის შესახებ მათი სისუსტეებითა და ღირებულებებით. სწორედ ამიტომ ადამიანს სჭირდება ზრუნვა; მის სხეულს,გონებას, დამოკიდებულებებს, თავისუფლებსადა ნებას, სულიერ ცხოვრებას. პარადოქსული ხერხით შეიძლება ვიხსნათ სხეული და დავკარგოთ ადამიანობა. წმინდანები, რომლებიც სნეულებზე ზრუნავდნენ, მუდამ მისდევდნენ თავიანთი მასწავლებლის სწავლებას, ლოცულობდნენ და კურნავდნენ, როგორც ფიზიკურ ასევე სულიერ უძლურებებს.
პანდემიის დრო გვასწავლის ავადმყოფობებში დავინახოთ არა მხოლოდ ინდივიდუალური, არამედ გლობალური მოვლენებიც, რომლებიც საფრთხეს უქმნიან კაცობრიობას და მთელს მსოფლიოს. სხვა ადამიანებისადმი გულგრილობა და ინდივიდუალიზმი – ეგოიზმის გამოვლების ფორმებია, რომლებიც სამწუხაროდ უფრო და უფრო მძაფრდება საზოგადოებაში მოთხოვნილებების გაზრდასა და ეკონომიკურ ლიბერალიზმში, ჯანდაცვაშიც არ არის მაინცდამაინც დიდად სახარბიელო მდგომარეობა, სადაც ერთნი იკვეხნიან ე.წ. მიღწევებით, სხვებს საბაზისო სამედიცინო მომსახურებაზე ხელიც კი არ მიუწვდებათ.
ამ სოციალური ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ძმობის კულტურაა, რომელიც დაფუძნებულია ღვთის ხალხის საერთო მორალის აღიარებაზე.. კეთილი სამარიელის იგავის გახსენებისას, არ უნდა დავემსგავსოთ, არც ყაჩაღთა მოკავშირეებს, რომლებიც ადამიანებს ძარცვავენ და დაჭრილებს ქუჩაში ტოვებენ, არც კულტის ორ მსახურს, რომლებიც ხედავენ მას, მაგრამ გვერდს აუვლიან. (შედარ. ლუკა 10, 30–32). იესოს გაყოლით, რომელიც კაცობრიობის კეთილი სამარიელია, ეკლესია მუდამ ემსახურებოდა ტანჯულთ და სნეულთ და მათ სწირავდა საკმაოდ ბევრ მატერიალური და პირად რესურსს“, – აღნიშნა წმინდა მამამ და მაგალითისთვის მოიყვანა განვითარებადი ქვეყნების სხვადასხვა საავადმყოფოდა სამედიცინო დაწესებულება, ასევე უამრავი მისიონერი, რომლებმაც საკუთარი თავი მიუძღვნეს სნეულთა და უპოვართა მსახურებას, ასევე ის წმინდანები, რომლებმაც წინ წასწიეს ჯანდაცვის საკითხები თანამოაზრეთა მოზიდვითა და სამონასტრო კონგრეგაციების შექმნით.
„ადამიანზე სრული ზრუნვის მისია და მოწოდება დღეს განახლებადი ჯანდაცვის სფეროს ქარიზმა უნდა იყოს, რათა ტანჯულებთან სიახლოვის დეფიციტი არ შეიქმნას.
პაპი ფრანცისკე ჰპირდება ლოცვაში მოხსენიებას და ღრმა პატივისცემას გამოხატავს მათდამი, რომლებიც ყოველდღიურად სნეულთა გვერდით იმყოფებიან და იზიარებენ მათ სიხარულსა და იმედებს, ტკივილსა და ტანჯვებს. პაპი ლოცულობს მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე, ექიმებზე, ექთნებსა და სანიტრებზე, ფარმაცევტებზე, ბერ–მონაზვნებსა და მოხალისეებზე.
გზავნილის დასასრულს, წმინდა მამამ აღავლინა ლოცვა მსოფლიოს ყველა კუთხეში მყოფი სნეულისათვის, განსაკუთრებით ყველაზე მარტოხელებისათვის და მათთვის, რომლებსაც არ გააჩნიათ წვდომა ჯანდაცვის მომსახურებებზე.
“ძვირფასო ძმებო და დებო, მივანდობ თქვენს თავს უწმინდესი ქალწული მარიამის დედობრივ მფარველობას, სნეულთ ვუსურვებ გამოჯანმრთელებას. თქვენ და მათ, რომლებიც ზრუნავენ თქვენზე, მთელი გულით გიხდით მადლობას და ქედს ვიხრი თქვენს წინაშე”.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Comments