
„უახლოეს დღეებში პაპი ფრანცისკე შესაძლოა „ჯემელის“ სახელობის საავადმყოფოდან გამოწერონ. მას 7 ივნისს მუცლის ღრუს კედლის პროტეზირებული ოპერაცია და ლაპაროტომია ჩაუტარდა“, – ამის შესახებ 14 ივნისს განაცხადა წმინდა საყდრის პრესსამსახურმა.
ოპერაციის შემდგომ, ზუსტად ერთ კვრაში გამოქვეყნებულ ბიულეტენში ნათქვამია, რომ „გასულ ღამეს, პაპმა ფრანცისკემ კარგად დაისვენა და მთელი საღამო მუშაობდა, კითხულობდადა მეათე სართულზე პირად პალატაში განთავსებულ სამლოცველოში ლოცულობდა".
ექიმების ჯგუფი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კლინიკური კურსი ნორმალურ რეჟიმში გართულებების გარეშე მიმდინარეობს, ამიტომაც იგეგმება უახლოეს დღეებში წმინდა მამის საავადმყოფოდან გაწერა.
ქირურგ მარეჯო ალფეირიმ, რომელმაც პაპს ოპერაცია გაუკეთა, 10 ივნისის პრესკონფერენციაზე, წმინდა მამის კლინიკიდან გაწერასთან დაკავშირებით თქვა, რომ ექიმებმა პაპს შესთავაზეს პოსტოპერაციული რეაბილიტაციისათვის სულ ცოტა ერთი კვირით მაინც დარჩენილიყო. პაპს რეკომენდაცია გაეწია, რომ თავი შეეკავებინა დამატებითი ისეთი გადატვირთვისგან, როგორიცაა კლინიკის აივნიდან ლოცვის საჯარო წაკითხვა. ოპერაციის შემდეგ პაპი ძალიან მალევე იყო მობილური, თუმცა დროის უმეტესობას მაინც ეტლში ატარებდა.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი