• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპი ფრანცისკე უკრაინაში ვიზიტს გეგმავს


პაპი ფრანცისკე და მთავარეპისკოპოსი სვიატოსლავ შევჩუკი, უკრაინის კათოლიკური ეკლესიის მეთაური, მტრედებს უშვებენ რომის სანტა სოფიას ბაზილიკაში 2018/ (CNS/Remo Casilli, როიტერი)

ლვოვის რომაულ–კათოლიკური ეკლესიის მიტროპოლიტი, არქიეპისკოპოსი მეჩესლავ მოკშიცკი პოლონურ სააგენტო KAI–სთან ამბობს, რომ პაპი უკვე დიდი ხანია გეგმავს უკრაინაში ვიზიტს და იმედოვნებს, რომ მალეგანხორციელებს კიდეც: “ჩემი ინფორმაციით, წმინდა მამა შემდეგ წელს (2022) აპირებს ვიზიტს ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა მოკშიცკიმ და დაამატა, რომ ეკლესიის მეთაურის ვიზიტის კონკრეტული თარიღი ჯერ ცნობილი არ არის.


ივლისის ბოლოს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ პაპ ფრანცისკესთან სატელეფონო საუბრისას განიხილა დომბასში მიმდინარე საომარი მოქმედებები და წმინდა მამა უკრაინაში ვიზიტით მოიწვია. პრეზიდენტმა საუბრისას აღნიშნა, რომ წმინდა საყდარი მთელსმსოფლიოში არის მორალური ავტორიტეტი და დაარწმუნა წმინდა მამა, რომ უკრაინაში ყველა რელიგია თუ აღმსარებლობა თავს კომფორტულად გრძნობს. მან მადლობა გადაუხადა პაპს უკრაინაში მშვიდობისათვის ლოცვისთვის და უთხრა, რომ მისი უწმინდესობის ვიზიტს ელის სრულიად უკრაინელი ხალხი.


ცნობისთვის, მსოფლიო პატრიარქი უკრაინას,დამოუკიდებლობის 30 წლისთავთან დაკავშირებით, აგვისტოში ეწვია.მიუხედავად სხვადასხვა კანონიკური მართლმადიდებლური ეკლესიების პროტესტისა, მან მართლმადიდებელ მორწმუნეებთან ერთად უკრაინის საპატრიარქოს მართლმადიდებელ ეკლესიაში, სოფის ტაძარში აღავლინა ღვთისმსახურება.


რუსეთის საპატრიარქოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკრაინაში გააკრიტიკა უკრაინის საპატრიარქოს მართლმადიდებელი ეკლესია და მსოფლიო პატრიარქის ვიზიტს აბსურდული და სამარცხვინო უწოდა.


წყარო: lenta.ru


შოთა გიქოშვილი