top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპი ღვთისმშობლის ხატს ოქროს ვარდით შეამკობს

8 დეკემბერს, ღვთისმშობლის უმანკოდ ჩასახების დღესასწაულზე, პაპი ფრანცისკე რომის ხალხის მფარველ ღვთისმშობლის ხატს, რომელიც ცნობილია,როგორც Salus Populi Romani, ოქროს ვარდით შეამკობს. ეს არის ტრადიცია, რომელსაც პაპი ფრანცისკე 400 წლის შემდეგ აღადგენს.

ღვთისმშობლის ხატის ოქროს ვარდით შემკობა პაპის კურთხევის აღმნიშვნელია და ეს ტრადიცია სათავეს შუა საუკუნეებიდან იღებს.


საუკუნეების განმავლობაში, ამას აკეთებდნენ მონასტრების, სანკტუარიუმების, ხელისუფლების წევრებისა და დიდგვაროვნების მიმართ, როგორც ნიშანს მათდამი დიდი პატივისცემისა და ნდობისა. ღვთისმშობლის ხატის ოქროს ვარდით შემკობით პაპი ფრანცისკე ხაზს უსვამს აღნიშნული ხატის სულიერ წონას და მის ღრმა მნიშვნელობას კათოლიკე ეკლესიის ცხოვრებაში.


პირველად, ოქროს ვარდით რომაელი ხალხის მფარველი ხატი პაპმა იულიუს III–მ შეამკო. მას სათუთი დამოკიდებულება ჰქონდა ღვთისმშობლის მიმართ და სწორედ ამ ბაზილიკაში, 1613 წელს, პირველი პონტიფიკალური წმინდა წირვა აღავლინა.


პაპმა პავლე V-მ კი ხატი ოქროს ვარდით შეამკო სპეციალურად აგებულ სამლოცველოში გადაბრძანების დროს. სამწუხაროდ, ვერცერთმა ვარდმა ვერ მოაღწია დღევანდელ დღემდე, რაც სავარაუდოდ, ნაპოლეონის მიერ თავდასხმების დროს დაიკარგა.


400 წლის შემდეგ, პაპმა ფრანცისკემგადაწყვიტა იგივე ქმედება გაიმეოროს.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი


Comments


bottom of page