top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘პაპი ყველაზე სასაურველი სტუმარია უკრაინაში’ – ზელენსკი



ვატიკანში უკრაინის ელჩის, ანდრეი იურაშის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ მისი უწმინდესობა, პაპი ფრანცისკე ერთ–ერთი ყველაზე სასურველი სტუმარია უკრაინის მიწაზე. ამის შესახებ, ელჩი ინფორმაციას „ტვიტერზე“ აქვეყნებს.



ელჩი წერს: “კიდევ ერთი ჟესტი წმინდა მამის მხრიდან უკრაინის მხარდასაჭერად: რამდენიმე წუთის წინ წმინდა მამამ დაურეკა პრეზიდენტ ზელენსკის და მათ შორის საკმაოდ დამაიმედებელი დიალოგი შედგა”.


მისივე თქმით, საუბრისას პაპმა პრეზიდენტს უთხრა, რომ ვატიკანი უკრაინისთვის ლოცულობს და ომის დასრულებისთვის ყველაფერს აკეთებს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ კი, „გაიმეორა, რომ მისი უწმინდესობა უკრაინაში ყველაზე სასურველი სტუმარია“.


ცნობისთვის, ოფიციალურად, ეს პაპ ფრანცისკესა და პრეზიდენტ ზელენსკის მეორე სატელეფონო საუბარია. პირველად, პაპმა უკრაინის პრეზიდენტს 26 თებერვალს დაურეკა. ზელენსკიმ მას მადლობა გადაუხადა მშვიდობისთვის ლოცვისთვის და განაცხადა, რომ უკრაინელი ხალხი პაპის „სულიერ მხარდაჭერას“ გრძნობს.


catholic.ge

Comments


bottom of page