top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპმა ადგილობრივი ორდინარიების ძალაუფლებები გააფართოვა



გამოქვეყნდა პაპ ფრანცისკეს სამოციქულო გზავნილი “Motu Prorio”, რომლის თანახმადაც, ცვლილები შევიდა კანონიკური სამართლის კოდექსსა და აღმოსავლური კათოლიკე ეკლესიების კანონში.


წმინდა მამის განკარგულებით, ყოველი წესის ადგილობრივი ეკლესიების ორდინარიები, შეძლებენ მიიღონ სხვადასხვა სახის გადაწყვეტილება და არ დაელოდონ დამაკმაყოფილებელ პასუხს, რომელიც აქამდე სავალდებულო იყო. ახლა, მათ მხოლოდ ევალებათ დაელოდონ წმინდა საყდრის მხრიდან დამტკიცებას.


ამ გზით გაფართოვდება ადგილობრივი ეკლესიების ძალაუფლებები, რაც მიზნად ისახავს საეკლესიო გადაწყვეტილებების მიღებაში ჯანსაღ დეცენტრალიზაციას. აქ საუბარია ისეთ გადაწყვეტილებებზე, როგორებიცაა სასულიერო სემინარიების მართვა და მღვდლობისკენ სამზადისი.


სამწყსო საჭიროებებიდან გამომდინარე, ადგილობრივი ორდინარიები უფრო მეტად თავისუფალნი იქნებიან კატეხეზების პუბლიკაციასა და წმინდა წირვების რაოდენობის შემცირებაში მიღებული შემოწირულების მიხედვით.


რაც შეეხება მღვდლების ინკარდინაციას, ახლა უკვე მათ შეუძლიათ დაყენებულ იქნენ არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ ადგილობრივ ეკლესიაზე ან სამონასტრო ინსტიტუტზე, არამედ ნებისმიერ სასულიეროთა გაერთიანებაში, რომელიც აღიარებულია წმინდა საყდრის მიერ, ისე, რომ არც ერთი მღვდელი არ იყოს მოკლებული ეკლესიის წინამძღოლობას.


ამას გარდა, პაპმა ცვლილებები შეიტანა ექსკლაუსტრაციის კანონში, ანუ მონასტერში მცხოვრებ პირს აძლევს საშუალებას დატოვოს საკუთარი ინსტიტუტი სერიოზული მიზეზით. ექსკლაუსტრაციის ვადები პაპმა სამიდან ხუთ წლამდე გაზარდა.


კარდინალთა საბჭოს მდივანმა და ასევე მდივანმა პონტიფიკალური საბჭოს საკანონმდებლო ტექსტების საკითხებში, ეპისკოპოსმა მაკრო მელინომ გამარტა, რომ ახალი Motu Proprio- ს მიზანია არა მხოლოდ დეცენტრალიზაცია, რაზეც საუბარია სამოციქულო გზავნილის Evangelii Gaudium–ის 32-ე პარაგრაფში, არამედ გონიერება, ეფექტურობა და სამწყსო საქმიანობის ეფექტურობაში ხელის შეწყობა. ასე, რომ ადგილობრივი ეკლესიები გამოხატავდნენ საყოველთაო ეკლესიის სიახლოვეს, უნივერსალურობასა და მრავალფეროვნებას. ერთობას, რომელიც გარანტირებულია წმინდა პეტრეს მსახურებით რომის ეპისკოპოსის სახით.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page