პაპმა აღმოსავლურ ეკლესიებს აღდგომა მიულოცა
- catholic.ge
- May 7, 2024
- 1 min read
პაპმა ფრანცისკემ მართლმადიდებეი და აღმოსავლური ტრადიციის კათოლიკე ეკლესიებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა.

“დაე, აღმდგარმა უფალმა აღგავსოთ სიხარულის თანაზიარებითა და მშვიდობით, ანუგეშოს განსაცდელში მყოფნი. გისურვებთ ნათელ აღდგომას”.
რომის ეპისკოპოსმა ასევე მორწმუნეებს მოუწოდა განაგრძონ დედამიწაზე მშვიდობისათვის ლოცვა. კერძოდ კი უკრაინაში, პალესტინასა და ისრაელში. “დაე, გამეფდეს მშვიდობა, გამყარდეს დიალოგი და გამოიღოს მან კეთილი ნაყოფი. არა – ომს, კი – დიალოგს”.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Comments