• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპმა მინსკისა და მოგილევსკში ახალი მიტროპოლიტი დანიშნა



ბელარუსში, გროდნოს ეპარქიის მოქმედი დამხმარე ეპისკოპოსი, იოსებ სტაევსკი პაპმა მინსკისა და მოგილევის ეპარქიის არქიეპისკოპოს–მიტროპოლიტად დანიშნა.


არქიეპისკოპოსი იოსებ სტანევსკი 1969 წლის 4 აპრილს დაიბადა, დღევანდელი გროდნოს ეპარქიის ტერიტორიაზე. 1995 წლის 17 ივნისს ამავე ეპარქიაში ხელი დაასხეს მღვდლად. შემდეგ კი, მსახურობდა წმინდა ვაცლავის სამრევლოში ვოლკოვისკოში.


1999 წელს მიიღო კანონიკური სამართლის ლიცენციატის ხარისხი ლუბელსკის კათოლიკურ უნივერსიტეტში.


იყო გროდნოს უმაღლესი სასულიერო სემინარიის პრეფექტი და პროფესორი, ასევე, პირველი ინსტანციის ეპარქიათშორისი საეკლესიო სასამართლოს მოსამართლე.


2007–2013 წლებში მიიღო დამხმარე ეპისკოპოსის ხარისხი გროდნოს ეპარქიაში.


2021 წლის აპრილში მეორედ იქნა არჩეული ბელარუსის ეპისკოპოსთა კონფერენციის გენერალურ მდივნად.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

0 comments