• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპმა სასულიერო პირთა კონგრეგაციის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა


საღმრთო კულტისა და საიდუმლოთა სწავლების კონგრეგაციაში ცვილებების შემდეგ, ხელმძღვანელი შეიცვალა სასულიერო პირთა კონგრეგაციაშიც. გადაწყვეტილება ვატიკანის უწყებაში სამოციქულო ვიზიტაციისას იქნა მიღებული.

პაპმა ფრანცისკემ მიიღო კარდინალ ბენიამინო სტელას თხოვნა, სასულიერო პირთა კონგერგაციის ხელმძღვანელის პოსტიდან, ასაკის გამო გადადგომის შესახებ. ამ თანამდებობაზე დანიშნა ტეჯანოს (სამხრეთ კორეა) 69 წლის ეპისკოპოსი ლაზარია იუ ხენ-შიკა. მან თავის ეპარქიაში, კოერაში, 2014 წლის აგვისტოში უმასპინძლა პაპს.


ეპისკოპოსი ხენ-შიკი 2003 წლიდან უძღვება ტეჯონას ეპარქიას. პირველი 2 წელი, დამხმარე ეპისკოპოსი იყო. ხელმღვანელობდა კორეის ეპისკოპოსთა კონფერენციის სამშვიდობოთა კომიტეტს. ოთხჯერ ჩავიდა ვიზიტით ჩრდილოეთ კოერეში, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიქტატორული და ჩაკეტილი სახელმწიფოა. იქ მოხვედრა საკმაოდ რთული და სახიფათოა.


www.vaticannews.va

შოთა გიქოშვილი