top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპმა სიქსტეს კაპელაში 16 ბავშვი მონათლა

პანდემიით გამოწვეული ერთწლიანი პაუზის შემდეგ, პაპმა ფრანცისკემ კვლავ მონათლა ვატიკანში მომუშავეთა შვილები. ტრადიციის თანახმად, უფლის ნათლისღების სადღესასწაულო წმინდა წირვა აღევლინა სიქსტეს კაპელაში. ცერემონია გაიმართა კოვიდ რეგულაციების დაცვით.



წმინდა მამამ მონათლა 16 ბავშვი, მათ შორის 9გოგონა და 7ბიჭი. ლიტურგიის დროს, პაპმა გაიხსენა კარდინალი რონალდ კრაიევსკი, რომელიც იყო პონტიფიკალური ალმონერი. პაპმა ქადაგებისას ისაუბრა მშობლებისა და შვილების მოვალეობებზე.


“დღეს, ეს ბავშვები წარდგნენ გაშიშვლებული სულით, რათა მიიღონ ღმერთისაგან გამართლება, იესოს სიძლიერე და ძალა ცხოვრების გასაგრძელებლად; რათა მიიღონ ქრისტიანობა. დღეს,თქვენი შვილები გახდებიან ქრისტიანები.თქვენ, მშობლები და ნათლიები ვალდებულნი ხართ გაუფრთხილდეთ ამ ქრისტიანობას. ეს არის თქვენი დავალება ცხოვრების ბოლომდე, ამას კი შეასრულებთ იმ ნათლის ძალით, რომელიც დღეს მიიღეს მათ. გაუფრთხილდით თქვენი შვილების ქრისტიანულ მეობას – ეს არის დღევანდელი დღის გზავნილი”, – თქვა პაპმა.


შოთა გიქოშვილი
bottom of page