top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპმა ფრანცისკემ, იოსებ რაცინგერის სახელობის პრემია ოთხ მეცნიერს გადასცა


13 ნოემბერს, პაპმა ფრანცისკემ იოსებ რაცინგერის, იგივე ბენედიქტე XVI–ის სახელობის პრემია ოთხ მეცნიერს გადასცა.




პრემია მიიღეს: ჰანე ბარბარე გერლ ფაკლკოვიცი, ლუდგერ შვინჰორსტ შიონბერგერი, ჟან–ლუკ მარიონი და ტრეისი როულანდი. მათ გასულ წელს პანდემიის გამო ვერ შეძლეს ვატიკანში ჩამოსვლა.


მისასალმებელ სიტყვაში, რომის ეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ რაცინგერის სახელობის პრემიის ლაურეატთა რიცხვი ყოველწლიურად მატულობს და სულ უფრო მრავალეროვნული ხდება. იგი არა მხოლოდ ზოგიერთ ქვეყანას, არამედ უკვე კონტინენტებსაც მოიცავს. ასევე აღსანიშნავია მეცნიერთა და ხელოვანთა ზრდაც. “ადამიანის სულისა და გონების დინამიკა შემოქმედებითობასა და შემეცნებაში ჭეშმარიტად უსაზღვროა. ეს არის ნაპერწკლის ეფექტი, რომელიც ინთება ღმერთისგან, თავის ხატად და მსგავსად შექმნილ ადამიანში.თუმცა კვლევებისა და ხელოვნების არსი ლოგიკისა და დაუღალავი შრომის შედეგია. ეს არის ადამიანის სულისა და ღირსების ფასდაუდებელი აღზევება, რაც აუმჯობესებს ადამიანურ საზოგადოებასა და ეკლესიის მისიაში არსებულ ურთიერთობებს”, – აღნიშნა პაპმა.


წმინდა მამის თქმით,ვატიკანის პრემიის ლაურეატებმა თავიანთ ნამუშევრებში გააღრმავეს სხვადასხვა თემა: რელიგიის ფილოსოფიური რეფლექსიებიდან, ღვთის სიტყვის ინტერპრეტაციებამდე, საგალობლებიდან დაწყებული, ყოფიერებისა და სიყვარულის ფენომენოლოგიით დამთავრებული.


„მათი ინტელექტუალური ნაწარმოებების მთავარი თანამოუბრები იყვნენ ჩვენი დროის გამოჩენილი ფილოსოფოსები და თეოლოგები. რომანო გვარდინიდან ანრი დე ლუბაკამდე, ედიტ შთაინიდან, ლევინას რიკოურამდე და დერიდადან, მაკინტაირამდე. ისინი გვეხმარებიან ღმერთთან და მოყვასთან ურთიერთობის გაღრმავებაში სათნოებით და უპირველეს ყოვლისა სიყვარულით. ამ მასწავლებლებს შორის არის თეოლოგი, რომელმაც შეძლო ყველა ამ მიმართულების გახსნა და თავისი რეფლექსიებითა და კულტურული დიალოგით გამოკვება, რადგან რწმენა და ეკლესია მეგობრულია ჭეშმარიტების ნებისმიერი მაძიებლის მიმართ. ეს კი ეხება იოსებ რაცინგერს“, – აღნიშნა წმინდა მამამ.


„ეს პრემია სამართლიანად გაიცემა ჩემი წინამორბედის სახელით. ამიტომ, ჩემთვისაც და თქვენთვისაც ეს არის შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ მის მიმართ ჩვენი აღფრთოვანება და მადლიერება. რამდენიმე თვის წინ ჩვენ მასთან ერთად ვმადლობდით უფალს მღვდლად ხელდასხმის 70 წლისთავთან დაკავშირებით და ჩვენ ვგრძნობთ, რომ ის ლოცვით გვეხმარება, განუწყვეტლივ ღვთიურ ჰორიზონტზე მზერის მიპყრობით. დღეს ჩვენ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით მას მეცნიერების, კვლევის, წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციისადმი ენთუზიაზმით მიძღვნის მაგალითისთვის და ყოველთვის სრულად და ჰარმონიულად აკავშირებს თავის კულტურულ კვლევას რწმენასთან და ეკლესიისადმი მსახურებასთან”.


რომის ეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ ბენედიქტ XVI აგრძელებდა მოღვაწეობას და შემოქმედებას პონტიფიკატის დასრულებამდე. დაახლოებით ათი წლის წინ მან დაასრულა თავისი ტრილოგია იესოს შესახებ, დაგვიტოვა უნიკალური პირადი დამოწმება ღვთის სახის მუდმივი ძიების შესახებ და შემდეგ განაგრძო წარმართვა ლოცვაში. ჩვენც ვიხსენებთ მას უფლის წინაშე. მიუნხენისა და ფრაიზინგის მთავარეპისკოპოსად გახდომის შემდეგ, იოსებრაცინგერმა აირჩია დევიზი Cooperatores veritatis („ჭეშმარიტების თანამშრომელები“): ეს სიტყვები იოანე ღვთისმეტყველის მესამე ეპისტოლედან, რომელიც გამოხატავს იმ ძაფს, რომელიც გადის მისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებზე. იგივე ფრაზაა დაბეჭდილი დიპლომზეც, რომელიც ენიჭებათ რაცინგერის პრემიის ლაურეატებს, რათა გააგრძელონ მათი კვლევის შთაგონება“ - განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page