დღეს, 8 დეკემბერს, გამთენიის 07:00 საათზე, წვიმის მიუხედავად, პაპი ფანცისკე იტალიაში პიაცა დი სპანის მოედანზე, ქალწული მარიამის ქანდაკებასთან მივიდა, მას თაყვანი სცა და რომი და მსოფლიო შეავედრა.
"გამთენიის პირველ შუქზე, წვიმის ქვეშ, რომის პაპმა ფრანცისკემ ვარდების თაიგული დადო ღვთისმშობელ მარიამის ქანდაკებასთან და ილოცა, რათა ღვთისმშობელმა სიყვარულით უპასუხოს რომს და მის მოსახლეობა, პაპმა მას მიანდო მსოფლიოს ყველა ქალაქში, სადაც დაავადების გამო იმედგაცრუება აწუხებთ“, - განაცხადა წმინდა საყდრის პრესსამსახურმა, მატეო ბრუნიმ.
8 დეკემბერს კათოლიკ ეკლესიაში მარიამის უმანკოდ ჩასახვის დღესასწაულია.
წყარო: Vatican News
Comments