• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპმა 13 სასულიერო პირს კარდინალის წოდება მიანიჭა


ფოტო © Catholic News Service

2020 წლის 28 ნოემბერს, ვატიკანში, წმიდა პეტრეს ტაძარში, პაპმა ფრანცისკემ 13 სასულიერო პირს კარდინალის წოდება მიანიჭა. კონსისტორიას (კარდინალთა თათბირი რომის პაპის მეთაურობით) ადგილზე ეწრებოდა 11 სასულიერო პირი, ხოლო ორმა კარდინალმა ვატიკანში ჩასვლა ვერ შეძლო. მათ ბერეტს, საკარდინალო ბეჭედსა და ბულას (პაპის დოკუმენტი) პაპის დელეგატები მოგვიანებით გადასცემენ.


ახლად დასახელებული კარდინალების სია ასეთია:


1. მარიპო გრეჩი, მალტიდან (ეპისკოპოსთა სინოდის გენერალური მდივანი);

2. მარჩელო სემერარო, იტალიიდან (კონგრეგაციის პრეფექტი კანონიზაციის საკითხებში);

3. ანტონიე კამბანდა, რუანდიდან (კიგალის არქიეპისკოპოსი);

4. ვილტონ გრეგორი, შეერთებული შტატებიდან (ვაშინგტონის არქიეპისკოპოსი);

5. ჟოზე ადვინკულა, ფილიპინებიდან (კაპიზუს არქიეპისკოპოსი);

6. ცელესტინო აოს ბრაჩო, კაპუცინელი ჩილედან (სანტიაგო დე ჩილეს არქიეპისკოპოსი);

7. კორნელიუს სიმ, ბრუნეიდან (ბრუნეის სამოციქულო ვიკარიუსი);

8. ავგუსტპ პაოლო ლოიუდიჩე, იტალიიდან (სიენი კოლეს დი ვალ დ ელსამონტალჩინოს არქიეპისკოპოსი);

9. მაურო გამბეტი ფრანცისკანელი, იტალიიდან.(ისიზის ფრანცისკანელთა მონასტრის გვარდიელი);

10. ფილიპე არიზმენდი ესკვიველი, მექსიკიდან(სან კრისტობალ დელას კასას ემერიტუსო ეპისკოპოსი);

11. სილვანო მარია ტომაზო, წმ.კარლო ბორომეოს მისიონერების კონგრეგაცია იტალიიდან (მალტის ორდენის პაპის სპეციალური დელეგატი);

12. რანიერო კანტალამესა, კაპუცინელი იტალიიდან (პაპის პირადი მქადაგებელი);

13. ენრიკო ფერიჩი იტალიიდან (რომის, ღვთის სიყვარულის ღვთისმშობლის სამრევლოს წინამღვარი).


მომდევნო დღეს, 29 ნოემბერს, დილის 10:00 საათზე პაპმა ახლადდასახელებულ კარდინალებთან ერთად, პეტრეს ტაძარში წმიდა წირვა აღავლინა.


პანდემიის გამო, მსახურება გარკვეული ცვლილებებით მიმდინარეობდა: ლიტურგიის დროს, სხვა კარდინალებმა არ გადასცეს მშვიდობის ნიშანი ახალ კარდინალებს ხელის ჩამორთმევით, რაც ჩვეულებისამებრ მიღებულია ამ პროცესის დროს, ასევე არ მოხდა სამოციქულო დარბაზებში და პავლე მეექვსეს დარბაზში ახლადარჩეული კარდინალების ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან შეხვედრა. კარდინალების უმეტესობამ ლიტურგიაში მონაწილეობა მიიღო ვიდეო ჩართვის საშუალებით.


„ძვირფასო ძმანო, ყველას გვიყვარს იესო და გვსურს გავყვეთ მას, მაგრამ უნდა ვიფხიზლოთ, რომ გავაგრძელოთ მისი გზა. შეიძლება ჩვენი სხეულით მასთან ვიყოთ, მაგრამ გული შეიძლება შორს იყოს მისგან და აგვაცდინოს გზას. ამის მაგალითისათვის გეტყვით, რომ კარდინალის შესამოსელი, რომელიც არის სისხლის ფერი, შეიძლება იქცეს სამყაროს სულად და განსაკუთრებულ ჯილდოდ“, - აღნიშნა პაპმა ქადაგებისას.


კარდინალთა კოლეგიუმს შეემატა ორი ისეთი პირი, რომლებსაც მიღწეული აქვთ 80 წელს და არა აქვთ უფლება მომავალ კონკლავაში მიიღონ მონაწილეობა. ესენი არიან ფილიპე არიზმენდი ესკვიველი მექსიკიდან და სილვანო მარია ტომაზო, წმ.კარლო ბორომეოს მისიონერების კონგრეგაციიდან.

ახლად დასახელებულმა კარდინალებმა პაპ ფრანცისკესთან ერთად მოინახულეს ემერიტუს პაპი ბენდიქტე მეთექვსმეტე.




კარდინალთა კოლეგიუმში ამჟამად 128 სასულიერო პირი შედის. მათ შორის:


ევროპიდან - 53

იტალიიდან - 22,

ლათინური ამერიკიდან - 24

აფრიკიდან - 18,

აზიიდან - 16,

ჩრდილო ამერიკიდან - 13

ოკენაეთიდან - 4