top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპმა 1300 უპოვარ ადამიანთან ერთად ისადილა

17 ნოემბერს, უპოვართა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, წმ. ლიტურგიის შემდეგ პაპმა ფრანცისკემ 1300 მოწყვლად ადამიანთან ერთად ისადილა.

დღეს, 17 ნოემბერს, უპოვართა მსოფლიო დღეს, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, პაპი ფრანცისკე წარუძღვა დილის წმინდა წირვა და აკურთხა 13 გასაღები, ნიშნად იმისა, რომ ვინსენტიანელთა ოჯახის პროექტის ფარგლებშიც, საიუბილეო წელს (2025) აშენდება ახალი სახლები და უპოვრებს გადაეცემათ.

 

შემდეგ, წმიდა მამამ, პავლე VI - ის დარბაზში, 1300 უპოვართან ერთად  ისადილა. სადილს ორგანიზებას გაუწია გულმოწყალების მსახურების დიკასტერიამ, იტალიის „წითელ ჯვართან“ ერთად. სადილის შემდეგ, ყველა უპოვარმა მიიღო ზურგჩანთა, რომელშიც გამზადებული იყო საკვები პროდუქტები და პირველადი ჰიგიენის ნივთები. დილიდან ფუნქციონირებდა ამბულატორიის ოთახი, სადაც ყველას შეეძლო მიეღო უფასო სამედიცინო მომსახურება.

 

წმინდა წირვა, სადილი, გასაღების კურთხევა

 

უპოვართა დღე პაპმა ლიტურგიით დაიწყო.

 

„სახარების კითხვის დროს, ხშირად გვახსენდება ღარიბები, ხოლო ყოველდღიურ ცხოვრებაში თითქმის ყოველთვის ვივიწყებთ მათ. სამაგიეროდ, ღარიბებს ღვთის გულში პრივილეგირებული ადგილი უკავიათ. ისინი იმდენად დიდ ადგილს იკავებენ, რომ მამა ღმერთი ყოველთვის მათთვის სამართალს ყოველთვის აღასრულებს“, – ეს კონცეფცია პაპის რიგით VIII ღარიბთა დღის გზავნილს წითელ ხაზებად გასდევს.

 

უპოვართა დღეზე პაპ ფრანცისკეს გზავნილის თემა აღებული იყო ზირაქის წიგნიდან, რომელიც შემდეგნაირად ჟღერს: “ღატაკთა ვედრება აღწევს ღმერთამდე. და თუ ეს ასეა და რა თქმა უნდა, ეს ასეა, მაშინ ღარიბებისთვის ლოცვა ჩვენს საკუთარ ლოცვად უნდა ვაქციოთ და ასევე მათთან ერთად ვილოცოთ. 2024 წლის ლოცვები გასაკუთრებით მიძღვნილია 2025 საიუბილეო წლის მომზადებისათვის. ეს გამოწვევაა, რომელიც უნდა მივიღოთ, ეს არის სამწყსო ქმედება, რომელიც უნდა გამოვკვებოთ. ღარიბები ყველაზე ხშირად ხდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლნი. ყველაზე ცუდი რამ რასაც ღარიბები განიცდიან ეს სულიერი ყურადღების ნაკლებობაა.  ეს ასევე ნიშნავს, რომ ღარიბთა მიმართ ლმობიერი მოპყრობა, უპირველეს ყოვლისა, უნდა მოჰყვეს ლმობიერ და პრიორიტეტულ რელიგიურ მოსაზრებას. ეს ასევე ნიშნავს, რომ ღარიბთა მიმართ განსაკუთრებული მოპყრობა, უპირველეს ყოვლისა, უნდა მოჰყვეს პრივილეგირებულ და პრიორიტეტულ რელიგიურ ყურადღებას. აქედან გამომდინარე ლოცვა გვასწავლის სამყაროსა და კაცობრიობის დანახვას ღვთის თვალით. დაწყებული იმ მიზნებიდან, რომლებიც კაცებმა და ქალებმა დაუსახეს საკუთარ თავებს ცხოვრებაში“.

წუთისოფლის მენტალიტეტი მოითხოვს ვინმედ გახდომას და ყველაფრის მიუხედავად სახელის მოხვეჭას, სიმდიდრისა და ამა სოფლის მიღწევების გამო საზოგადოებრივი წესების დარღვევას. რა სამწუხარო ილუზიაა. სხვისი უფლებებისა და ღირსების შელახვით ბედნიერებას ვერ მოიპოვებ. თუმცა დღეს მსგავსი ქმედებების სამწუხარო ფაქტები სრული დრამატიზმით გვაქვს. ომებით გამოწვეული ძალადობა ნათლად გვაჩვენებს თუ რამდენად დიდია იმ ადამიანების ამპარტავნება, ვინც სხვების წინაშე თავს აღმატებულად თვლის და ეს მაშინ, როდესაც ისინი ღვთის თვალში უბედურები არიან. რამდენ ღარიბ ადამიანს წარმოშობს ეს სულელური იარაღიანი პოლიტიკა, რამდენი უდანაშაულო მსხვერპლი მოსდევს ამ ყველაფერს. თუმცა თითოეული ერთი მცირეთაგანი თავის თავში ღვთის ძის ხატებას ატარებს, ხოლო ჩვენი სოლიდარულობა და ქრისტიანული გულმოწყალების ნიშანი უნდა იქნას ყოველ მათგანამდე მიღწეული. მაგრამ ეს ყურადღება არ უნდა იქნას ამოგლეჯილი სულიერი შთაგონებიდან, იმიტომ, რომ ეკლესია განსხვავდება თუნდაც ყველაზე დამსახურებული უამრავი ფილანთროპიული და სოლიდარობის სააგენტოებისგან, რომლებიც ფუნქციონირებენ. ამავდროულად, ლოცვას არ შეუძლია არ იპოვოს თავისი ავთენტურობის დადასტურება კონკრეტულ ქველმოქმედებაში. მართლაც, ლოცვა და საქმეები ერთმანეთთან დაკავშირებულია: თუ ლოცვა კონკრეტულ საქმედ არ იქცევა –  ფუჭია, თუმცა ქველმოქმედება ლოცვის გარეშე დგება რისკის ქვეშ, რომ გადაიქცეს ფილანთროპულ სააგენტოდ, რომელიც მალე დაშრება.

 

ეს დანატოვარი მომდინარეობს ისეთი წმიდანებისგან, როგორიც იყო დედა ტერეზა კალკუტელი, რომელიც მუდამ იმეორებდა, რომ ლოცვა ისაა, საიდანაც იგი რწმენას ხაპავს და ეძლევა უპოვართა მსახურების ძალა.

 

1985 წლის 26 ოქტომბერს, როდესაც გაეროს სამიტზე დედა ტერეზა სიტყვით გამოდიოდა, მან მონაწილეებს უჩვენა კრიალოსანი, რომელსაც  მუდამ თან ატარებდა და უთხრა: “მე მხოლოდ და მხოლოდ ღარიბი მონაზონი ვარ, რომელიც ლოცულობს, ლოცვის მეშვეობით იესო აღანთებს ჩემს გულში სიყვარულს, მე კი მივდივარ და ვაძლევ ამ სიყვარულს უპოვრებს, რომლებსაც ჩემს გზაზე ვხვდები. თქვენც ილოცეთ, ილოცეთ და თქვენც გაიგებთ რამდენი უპოვარია თქვენს ირგვლივ”.

 

 შოთა გიქოშვილი

 

Comentarios


bottom of page