top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპს ახალი პირადი ექიმი ჰყავს


პაპ ფრანცისკემ თავის ახალ პირად ექიმად იტალიელი მედიკოსი პროფესორი რობერტო ბერნაბეი დანიშნა. მან ექიმი ფაბრიციო სოკორსკი ჩაანაცვლა, რომელმაც წმიდა მამის ჯანმრთელობაზე ზრუნვა 2021 წლიდან დაიწყო, თუმცა 9 იანვარს კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა.


69 წლის პროფესორი რობერტო ბერნაბეი ფლორენციაში დაიბადა. 1976 წელს დაამთავრა რომში, უწმინდესი გულის უნივერისტეტის სამედიცინო ფაკულეტეტი ქირურგიის განხრით. იგი ასევე დაეუფლა შიდა მედიცინას გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განხრით.


სადღეისოდ რობერტო ბერნაბეი შიდა მედიცინისა და ჰერიატრიის პროფესორი გახდა. ასევე ორდინატურის ხელმძღვანელი ჰერიატრიის განხრით, უწმინდესი გულის კათოლიკურ უნივერსიტეტში, რომში. იგი ამავდროულად არის ჰერონტოლოგიის, ნევროლოგიისა და პართოპედიის განყოფილების ხელმძღვანელი რომის, აგოსტინო ჯემელის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში.


წლების წინ, იყო ჰერონტოლიგიისა და ჰერიატრიის, იტალიური საზოგადოების პრეზიდენტი და ხანდაზმულთა მედიცინის ევროპის აკადემიის წევრი.

პროფესორი რობერტო ბერნაბეი გახლავთ უამრავი სამეცნიერო წიგნისა და სტატიის ავტორი.


წყარო: www.vaticannews.va


თარგმანი – შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page