29 მარტს, პაპი ფრანცისკე რომში, ჯემელის კლინიკაში გადაიყვანეს. ვატიკანის პრეს–სამსახურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პაპს რესპირატორული ინფექცია აქვს და რამდენიმე დღის განმავლობაში შესაბამისი ჰოსპიტალური სამედიცინო თერაპიაა საჭირო.
საღამოს, ვატიკანის პრესსამსახურის უფროსმა მათეო ბრუნიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პაპი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სუნთქვის პრობლემებს უჩიოდა, ამიტომ 29 მარტს, ნაშუადღევს თავად მიმართა „ჯემელის“კლინიკას სამედიცინო კვლევების ჩასატარებლად. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ მას რესპირატორული ინფექცია აქვს (გამოირიცხა კოვიდ-19) და საჭიროებს კლინიკაში რამდენიმედღიან მკურნალობას.
„პაპი ფრანცისკე მადლიერებას გამოხატავს, მიღებული წერილების, ლოცვებისა და სიახლოვის გამო“, - ამბობს მათეო ბრუნი.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Comments