ამერიკელმა მღვდელმა ჯიმ სიჩკომ პაპს ორიგინალური საჩუქარი გაუკეთა. მან რომის ეპისკოპოსს სპეციალურად პონტიფიკალური გერბით შექმნილი Nike - ს ფირმის სპორტული ფეხსაცმელი გადასცა. პაპმა საჩუქრის ნახვისას აღტაცება ვერ დამალა.

Nike - ფეხსაცმელი ყვითელ და თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი, რაც ვატიკანის დროში ფერებს ქმნის. მათზე გამოსახულია პაპ ფრანცისკეს პონტიფიკალური გერბი და წარსწერა – “პაპი ფრანცისკე”.
მღვდელმა, ჯიმ სიჩკომ პაპს საჩუქარი პირად აუდიენციაზე გადასცა. პაპის ფეხსაცმლის ზუსტი მოდელია: “Nike Blaze `77s”.
“როცა პაპმა გახსნა საჩუქარი, გაოცებია ვერ დამალა. ვაუო! თქვა და მაშინვე ყუთიდან ამოიღო. მინდოდა დაენახა, რომ უკან წარწერაა, სადაც მისი სახელი წერია. მოკლედ,გამიმართლა, რომ ეს შევძელი“, - ამბობს მღვდელი.
სპეციალური ფეხსაცმელი ფირმამ “True Blue Costumes”- მა შექმნა, ხოლო დამზადებას დაახლოებით 8-10 საათი დასჭირდა.
წყარო: deon.pl
შოთა გიქოშვილი