5 იანვარს, წმინდა პეტრეს მოედანზე, ემერიტუს პაპს წესი პაპმა ფრანცისკემ აუგო. მსგავსი შემთხვევა ბოლოს 1802 წელს მოხდა, როცა პაპი პიუს VI ვალანსეში, გადასახლებაში გარდაიცვალა (1799), სამი წლის შემდეგ კი, მას წესი აუგო მისმა მემკვიდრემ, პაპმა პიუს VII - მ.
ის, რაც 2023 წლის 5 იანვარს, წმინდა პეტრეს მოედანზე მოხდა, თანამედროვე ეკლესიის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა. რა თქმა უნდა, პაპ რაცინგერის გადადგომაც, გარკვეული თვალსაზრისით, უპრეცედენტო შემთხვევა იყო.
მოქმედი პაპის მიერ, წინამორბედის დასაფლავების წესის აგების შემთხვევა, ეკლესიას ახსოვს 1802 წლის თებერვალში, როცა დაკრძალეს პაპი პიუს VI და ცერემონიას მისი მემკვიდრე, პაპი პიუს VII უძღვებოდა.
ჯანანჯელო ბრასკი, იგივე პაპი პიუს VI, 1717 წელს ჩეზანოში დაიბადა და 1799 წელს, ვალანსეში გარდაიცვალა. 1775 წელს იგი პაპად აირჩიეს. დიდხნიანი დევნის შემდეგ, საფრანგეთში ნაპოლეონის ტყვეობაში გარდაიცვალა. გარდაცვალებიდან მალევე შედგა ვალანსეში დაკრძალვა, ხოლო Novendial - ი (ცხრა დღიანი არჩევის წირვები, კონკლავზე ხმის მიცემის წინ) ქალაქ ვენეციაში აღევლინა, სადაც კარდინალებს მემკვიდრე უნდა აერჩიათ.
1800 წლის 14 მარტს არჩეულმა პაპმა, პიუს VII - მ გადაწყვიტა, თავისი წინამორბედის ცხედარი რომში დაებრუნებინათ. 1801 წელს მოხდა მისი ექსჰუმაცია, დევნილობაში გარდაცვლილი პაპის ნეშტი ვალანსადან მარსელში, ხოლო მარსელიდან გემით გენუაში გადაასვენეს.
იტალიაში ჩასვლისას, დაიწყო მასშტაბური მომლოცველობა, ყოველ ადგილზე, სადაც ჩერდებოდნენ, აღევლინებოდა საზეიმო რიტუალი. 1802 წლის 17 თებერვალს პაპის ნეშტი რომში ჩაასვენეს, მას კარდინალები პონტე მილვიოზე ელოდნენ, დაკრძალვის საზეიმო ცერემონია წმინდა პეტრეს ტაძარში პაპ პიუს VII - ის წინამძღოლობით აღევლინა.
თუმცა პაპ პიუს VI - ის სხეულის გარკვეული ნაწილები, გული და პრეკორდია (ძველი სახელწოდება გულმკერდის ღრუს ანატომიური წარმონაქმნებისა, რომლებიც მიჩნეულია ჩვევების, გრძნობებისა და მგრძნობელობის ადგილად) არ დაუსაფლავებიათ.
საფრანგეთის მასშტაბით, მისი გულით მომლოცველობა ვალანსეს ხელისუფლების უშუალო თხოვნის საფუძველზე 1802 წელს დაიწყო, ხოლო 1811 წელს გული კვლავ რომში დააბრუნეს.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Comments