• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპ იოანე პავლე I-ს ნეტარად შერაცხავენ

4 სექტემბერს, ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე პაპ იოანე პავლე I -ის ნეტარად შერაცხვის ცერემონია გაიმართება, მას პაპი ფრანცისკე გაუძღვება.


პაპი იოანე პავლე I, კათოლიკე ეკლესიის 264–ე წინამძღვარი 33 დღის განმავლობაში იყო.


იგი 1912 წლის 17 ოქტომბერს იტალიაში, ფორნო დი კანალეში, ბელუნოში დაიბადა. 1935 წელს, ალბინო ლუჩიანი მღვდლად აკურთხეს ბელუნო-ფელტრეს ეპარქიაში.


1978 წლის 26 აგვისტოს კი, 65 წლის ასაკში პაპად აკურთხეს. მისი უბრალო ბუნების გამო, მას "მოღიმარი პაპის" წოდება მისცეს. 1978 წლის 28 სექტემბერს, პაპი იოანე პავლე I გულის შეტევით გარდაიცვალა.


2003 წლის ნოემბერში, იგი პაპმა იოანე პავლე II-მ „ღვთის მსახურად“ გამოაცხადა. მოგვიანებით, 2017 წლის 8 ნოემბერს, პაპმა ფრანცისკემ მისი კანონიზაციის მეორე ეტაპი დაიწყო.


2021 წლის 13 ოქტომბერს, პაპმა ფრანცისკემ წმინდანთა განდიდების კონგრეგაციას მიანიჭა უფლება–მოსილება გამოექვეყნებინათ დეკრეტი, სადაც აღიარებული იქნებოდა სასწაული, რომელიც მოხდა პაპ იოანე პავლე I-ის შუამდგომლობით.


2011 წელს, სასწაულებრივად განიკურნა არგენტინელი გოგონა ბუენოს აირესში, ეს მოვლენა კი გახდა გადამწყვეტი ვენეციელი პაპის ნეტარად შერაცხვის პროცესის დაწყებისთვის.


პაპ იოანე პავლე I-ის პონტიფიკატი ერთ–ერთი ყველაზე ხანმოკლე იყო პაპების ისტორიაში.



თაკო ფეიქრიშვილი